აშშ-ში პიტბულტერიერი კნუტს დაუმეგობრდა (ფოტოკოლაჟი)
აშშ-ში გადარჩენილი პიტბულტერიერი კნუტს დაუმეგობრდა. ძაღლი, რომელსაც ბუბა ჰქვია, თავშესაფრიდან 3 თვის ასაკში წაიყვანეს, ახლა კი ის უკვე 6 წლისაა. ძაღლის პატრონის, რებეკა პიცელოს თქმით, პიტბულტერიერს ყოველთვის უყვარდა კატები, მისი საუკეთესო მეგობარი კი ასევე თავშესაფრიდან მოყვანილი კნუტი რუა. რუ ბუბას დედად აღიქვამს. ცხოველებს ძალიან თბილი ურთიერთობა აქვთ. ინსტაგრამზე მათი ისტორია ფოტოებზეა აღბეჭდილი და ბევრი მოწონებაც აქვს.