აშშ-ში მამაკაცი მჟავის ტბაში მთლიანად დაიწვა

აშშ-ის იელოუსტოუნის ნაკრძალში მდებარე მჟავის ტბაში მამაკაცი ჩავარდა და დაიღუპა. ვიდრე მაშველებმა ცხედრის ამოყვანა მოახერხეს, მჟავამ სხეული მთლიანად დაწვა.

„ბი-ბი-სის“ ცნობით, 23 წლის კოლინ სკოტი დასთან ერთად ნორისის გეიზერს მიუახლოვდა და მასში ბანაობა გადაწყვიტა იქ არსებული ამკრძალავი ნიშნების მიუხედავად. სწორედ ამ დროს მას ფეხი დაუცდა და ის წყალში ჩავარდა. მაშველებმა ცხედარი აღმოაჩინეს, მაგრამ სიბნელის დადგომის გამო დაღუპული მამაკაცის ამოყვანა ვერ შეძლეს. როდესაც მათ მომდევნო დღეს ცხედრის მოძიება განაგრძეს, ეს ვეღარ მოახერხეს, ვინაიდან დაღუპულის სხეული ვეღარ იპოვეს – ის მჟავამ მთლიანად დაწვა.

იელოუსტოუნის ნაკრძალი 1872 წელს ამავე სახელწოდების ვულკანის სიახლოვეს გაიხსნა.

კომენტარები

სხვა სიახლეები