აშშ-ში ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდისტი, ლარი ევანსი გარდაიცვალა, რომელიც 270 კილოგრამს იწონიდა. ევანსი 40 წლის იყო. მეგობრების და ნათესავების თქმით, მას პნევმონია ჰქონდა.
შეგახსენებთ, ამერიკელი ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც გახდომის პროგრამის განხორციელება დაიწყო. მაშინ მისი წონა 373 კილოგრამს აღემატებოდა. ევანსის მიღწევებს ინტერნეტის მომხმარებლები აქტიურად ადევნებდნენ თვალს. მაგალითად, მისი ერთ-ერთი ვიდეო ფეისბუქში თითქმის 28 მილიონჯერ იყო ნანახი. ორი წლის განმავლობაში ევანსმა წონა 266 კილოგრამამდე დაიკლო. მას არ გაუკეთებია ოპერაცია და არც სპეციალურ დიეტებზე „იჯდა“. ამის ნაცვლად ამერიკელმა კვების რეჟიმი შეცვალა და სპორტით დაკავდა.
სხვა სიახლეები