აშშ-ში ვეფხვმა მომთვინიერებელი დაგლიჯა

აშშ-ის ფლორიდის შტატში ზოოპარკის ვეფხვმა მომთვინიერებელი დაგლიჯა. 38 წლის სტეისი კონვაიზერი ცხოველთან გალიაში შევიდა და ის ვეფხვის მსხვერპლი გახდა. ზოოპარკის დამთვალიერებლები ტრაგიკული ინციდენტის შედეგად არ დაშავებულან. ვეფხვი ვოლიერიდან არ გამოსულა და ცოტა ხანში ტრანკვილიზატორით დააძინეს. პოლიციამ ჯერჯერობით ტრაგედიის მიზეზი ვერ დაადგინა. კონვაიზერი გამოცდილი სპეციალისტი იყო, რომელიც გარეული ცხოველების ძალზე პროფესიონალი მომთვინიერებელი იყო.

კომენტარები

სხვა სიახლეები