აშშ-ში ექვსფეხა ლეკვი დაიბადა. ვეტერინარებმა მას სკიპერი დაარქვეს
“თავიდან გვეგონა, რომ დიდხანს ვერ იცოცხლებდა, მაგრამ ის ჯანმრთელი და ჯანსაღია, უბრალოდ, ცოტა განსხვავებულად გამოიყურება, რადგანაც 6 ფეხი აქვს“, – ამბობს ვეტერინარი.
ვეტერინარებმა მას სკიპერი დაარქვეს, ლეკვი აფთრისებრთა ძაღლის ჯიშს მიეკუთვნება.
CNN-ის ცნობით, სკიპერი 16 თებერვალს ბუნებრივი გზით თავის დებსა და ძმებთან ერთად დაიბადა. ამ დროისთვის ლეკვი ვეტერინარების მეთვალყურეობის ქვეშაა.