აშშ-ში დებმა ერთმანეთი, კორონავირუსის წყალობით, ნახევარი საუკუნის შემდეგ იპოვეს

აშშ-ში, ნებრასკას შტატში, კორონავირუსის წყალობით, დებმა ერთმანეთი 50 წლის შემდეგ პირველად იპოვეს.

73 წლის დორის კრიპენმა, რომელიც პანდემიის დროს ავად გახდა, მიიჩნია, რომ ჩვეულებრივი გრიპი ჰქონდა. ის დაუძლურდა და მისი სხეული ისე დასუსტდა, რომ დაეცა და ხელი მოიტეხა. აღმოჩნდა, რომ დორისი კორონავირუსით იყო ინფიცირებული.

ამის შემდეგ ის ქალაქ ფრემონტის სარეაბილიტაციო ცენტრში გადაიყვანეს, სადაც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მისი და, 53 წლის ბევ ბორო მუშაობდა. როგორც კი ბორომ პაციენტების სიაში ​კრიპენის სახელი წაიკითხა, მაშინვე მიხვდა, რომ ეს მისი და იყო.

იმის გამო, რომ 73 წლის კრიპენს სმენა დაქვეითებული ჰქონდა, ბორომ დაუწერა საერთო მამის სახელი, კრიპენმა კი დაუდასტურა, რომ ის ასევე მისი ქალიშვილია.

კომენტარები

სხვა სიახლეები