აშშ-ში გარდაცვლილი მომღერლის, პრინცის გვამის კრემაცია მოხდა. სამგლოვიარო ცერემონიას შემსრულებლის ოჯახის წევრები, მეგობრები და მისი მუსიკოსები ესწრებოდნენ. პრინცის ოფიციალური წარმომადგენლის, ივეტ ნოელ-შურის ინფორმაციით, დაკრძალვის ცერემონია ასევე არ იქნება საჯარო.
შეგახსენებთ, რომ პრინცის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ცნობილი ჯერ არ არის, თუმცა რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე მომღერალს ნარკოტიკის დოზის გადაჭარბება ჰქონდა.
პრინცი გარდაიცვალა 21 აპრილს, გვამი მომღერლის საკუთარი სტუდიის ლიფტში აღმოაჩინეს.