BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები, აქციების სახით, აბორტის აკრძალვას ითხოვენ. აღნიშნული ფაქტის მიზეზი ბოლო პერიოდში აბორტის აკრძალვის შესახებ მიღებული მკაცრი კანონებია. ალაბამასა და მისურის შტატებში აბორტის შესახებ არსებული კანონების გამკაცრების შემდეგ, მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას კიდევ 16 შტატი ცდილობს.
აბორტის აკრძალვას მხარი ალაბამის შტატის სენატმა დაუჭირა. კანონში შესული ცვლილებების თანახმად, აბორტი სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევა და ექიმს, რომელიც ამ საქმეს “ხელს მოაწერს”, პატიმრობა შეეფარდება.
სხვა სიახლეები