ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომლებმა ქართველ ხალხს შობა-ახალი წელი „მრავალჟამიერით“ მიულოცეს. ამის ამსახველი ვიდეო „ფეისბუქში“, საელჩოს ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. ვიდეოს კომენტარიც აქვს მიწერილი: „რადგან ყველას საახალწლო ბარათს ვერ გიგზავნით, გიძღვნით ამ ვიდეოს. გილოცავთ ახალ წელს, საქართველო! გთხოვთ, კომენტარებში ძალიან ნუ გაგვაკრიტიკებთ! ქართული მრავალხმიანი სიმღერა ადვილი არ არის!“ – წერენ აშშ-ის საელჩოს თანამშრომლები.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]