უკვე 50 წელიწადზე მეტია, რაც ამერიკელი ბავშვები მსოფლიოში სანტას მიმოფრენას აკვირდებიან. ამას კი, ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის სარდლობის (NORAD) მეშვეობით ახერხებენ. ტრადიცია 1955 წელს Sears მაღაზიის სარეკლამო განცხადებით დაიწყო. განცხადებაში ბავშვებისთვის სანტას ტელეფონის ნომერი იყო მითითებული, თუმცა შეცდომით. სანტას მაგივრად ბავშვები საჰაერო თავდაცვის სარდლის “ცხელ ხაზზე” ხვდებოდნენ. ოპერაციების ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი ჰარი შუპი თანამშრომლებს სანტას ადგილმდებარეობის დასადგენად რადარის შემოწმებას ავალებდა და ბავშვებს, რომლებიც “ცხელ ხაზზე” ხვდებოდნენ უახლეს ინფორმაციას აწვდიდნენ. ასე დაიბადა ტრადიცია.
ნორადის ვებ-გვერდი გვიჩვენებს, რომ სანტა უკვე აფრინდა, მიყევით მას ვებ-გვერდზე:http://www.noradsanta.org/
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=FHSves_wR3U#t=25[/youtube]