აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით 2015 წელი ლურჯი ხის თხის წელიწადი იქნება. ზოგი წლის ამ სიმბოლოს ცხვარს უწოდებს, მაგრამ ამით არსებითი არაფერი იცვლება. თხა აღმოსავლურ ჰოროსკოპში, ერთი მხრივ, მშვიდობასთან, ჰარმონიასა და სიმშვიდესთან სიმბოლიზდება, მეორე მხრივ კი, სიჯიუტესა და კომპრომისებზე წასვლაზე უარის თქმის სურვილთან.
აღმოსავლური კალენდრის თანახმად, თხის წელი დადგება 2015 წლის 19 თებერვალს და გაგრძელდება 2016 წლის 7 თებერვლამდე, როდესაც ხის თხას ცეცხლოვანი მაიმუნი შეცვლის.
ხის ლურჯი თხა, 2015 წელის სიმბოლო და გამგებელი, სამყაროს უხვმოსავლიან ხილის ბაღჩად აღიქვამს, სადაც იდეალურ ვარიანტში სიმშვიდე, სიწყნარე, ჰარმონია და მშვიდობა უნდა სუფევდეს. აქ არ არის აუცილებელი მუხლჩაუხრელად შრომა და შეიძლება მშვიდად მიჰყვე დინებას, რომელშიც ყველა მოვლენას რიგრიგობით მონაცვლე სეზონები განსაზღვრავენ.
თხა ჩინურ მითოლოგიაში დედურ საწყისთან სიმბოლიზდება. ეს პერიოდი ბავშვის ჩასახვისა და გაჩენისთვის ჩინური ჰოროსკოპის მთელ ციკლში ყველაზე პოზიტიური დროა. 2015 წელიწადში დაბადებული ბავშვები მათი მფარველისგან ცივ, ფხიზელ გონებასთან ერთად საჩუქრად ბრწყინვალე არტისტულ ნიჭს მიიღებენ. თხის წელში დაბადებული ადამიანები კარგი პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და მსახიობები გამოდიან.
რბილი და მშვიდობისმოყვარე თხის წელიწადი სავარაუდოდ განსაკუთრებული კატაკლიზმების, ახალი ომებისა და კატასტროფების გარეშე ჩაივლის. თუმცა თხის სიჯიუტე და სხვისი აზრის მოსმენის უნარის ნაკლებობა მიგვანიშნებს, რომ მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტები თხის განმგებლობის ხანაში საეჭვოა დასრულდეს.
ხის სტიქია, რომელსაც წლის განმგებელი მიეკუთვნება, მეცნიერებისა და ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანებს დიდი მიღწევების შანსს მისცემს. ხის თხის წელიწადში შეიქმნება შედევრები, რომლებიც კაცობრიობის ოქროს ფონდში დაიმკვიდრებს ადგილს. ასევე ხის თხა ხელს შეუწყობს სამეცნიერო აღმოჩენებს, განსაკუთრებით მედიცინისა და ქიმიის სფეროებში.
პოლიტიკური თვალსაზრისით ხის სტიქია მოქნილობასთან, დიპლომატიასთან, კომუნიკაბელურობასთან და სიმტკიცესთან სიმბოლიზდება. ის განასახიერებს კარგი გაგებით სიჯიუტეს, სიძლიერეს, პიროვნულ ზრდას, მაღლა სწრაფვას და მსოფლმხედველობის გაფართოებას. ხე ასევე ღრმა ფესვებია – ტრადიციებისა და ჩვეულებების პატივისცემა.
ნახეთ Friday.ge-სთან ერთად, რას გიმზადებთ ლურჯი ხის თხის 2015 წელიწადი აღმოსავლური ჰოროსკოპის თითოეულ ნიშანს.
ვირთხა (1960, 1972, 1984, 1996, 2008)
სიყვარული
თუ ჯერ კიდევ მარტოხელა ხართ, 2015 წელი თქვენთვის ჯადოსნური იქნება. ვირთხები ამ პერიოდში მათი ჭკუისა და სილამაზის უამრავ თაყვანისმცემელს შეიძენენ. ეს დრო ძლიერი გრძნობების გამოვლენისა და ხანგრძლივი ურთიერთობის დაწყებისთვის განგაწყობთ. ზამთარი ვირთხის ნიშნით დაბადებულებს თავიანთი წარსულის მოქექვას აიძულებს: შეიძლება ძველი ურთიერთობა აღადგინოთ, ხელახლა გაიღვიძოს სიყვარულმა, რომელიც უკვე დიდი ხნის მკვდარი გეგონათ ან სადმე ძველ თაყვანისმცემელს გადაეყაროთ.
კარიერა
მაისსა და ივნისში ვირთხებს ამბიციები შემოუტევთ და გარშემომყოფთა დარწმუნების უნარი გაუმძაფრდებათ. ამ პერიოდში ყველაფერში საუკეთესო იქნებით! ინტელექტუალურ საფუძველზე დაყრდნობილ და პროფესიული კავშირების მეშვეობით განსახორციელებელ თამამ, უდავოდ მომგებიან იდეებსა და პროექტებშითავით გადაეშვებით. შემოდგომის ბოლოს და ზამთრის დასაწყისში გადაწყვეტილებების მიღებისას, განსაკუთრებით, ფულთან დაკავშირებით მეტი სიფრთხილისა და დაკვირვებულობის გამოჩენა გმართებთ.
ჯანმრთელობა
წლის უმეტესი დროის განმავლობაში ვირთხები საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში იქნებიან, ენერგიულები და ენთუზიაზმით სავსენი. ზამთარში კი ჯანმრთელობასა და თავის მოვლას მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ, რადგან თავს დაღლილად და ძალადაკარგულად იგრძნობენ.
ზოდიაქოს ქვა – ძოწი.
მცენარე-ტოტემი – ორქიდეა.
სეზონი – ზამთარი.
ფერები – შავი, თეთრი, იისფერი.
ხარი (1961, 1973, 1985, 1997, 2009)
სიყვარული
ზამთრის დასაწყისი შესანიშნავი დროა პირადი ურთიერთობებისთვის, სადაც სიმშვიდე, ჰარმონია და სექსუალური კმაყოფილება იქნება გამეფებული. მაისში მოსალოდნელია მცირე დაძაბულობა, რომელიც უკვე თითქოსდა დავიწყებულ ამბებში დაგაბრუნებთ. გახსოვდეთ, აჯობებს ყველა პრობლემა პარტნიორთან დიალოგში მოაგვაროთ, ამიტომაც საკამათო საკითხებზე საუბარს ნუ მოერიდებით. ზაფხულის დასაწყისში ხარები, რომლებსაც პარტნიორები ჯერ კიდევ არ ყავთ, თავით გადაეშვებიან ვნებისა და სიამოვნების მორევში. და ბოლოს, დრაკონის წელიოწადი საყვარელი და უახლოესი მეგობრების გარემოცვაში დასრულდება, რომლებთან დაშორებაც არასდროს მოგინდებათ. ხარები იგრძნობენ, რომ ნამდვილად ბედნიერები არიან.
კარიერა
იანვარი ხარებისთვის ოქროს სეზონია, განსაკუთრებით თუ ისინი ფინანსურ ან დაზღვევის სფეროში მუშაობენ. გაზაფხულის დასაწყისში თავისუფალი პროფესიით მომუშავეებმა, განსაკუთრებით, შემოქმედებისა და ხელოვნების სფეროს მუშაკებმა ცოტა ქამარი უნდა შემოიჭირონ. დეკემბერი 2015 წლის საუკეთესო თვეა, ამასთან, კაზინოსა ან ლატარიაში მოგების შანსები იზრდება.
ჯანმრთელობა
ჩინური ასტროლოგია ხარის წელში დაბადებულებს ბუნების რიტმთან და ცხოვრების ჯანსაღ წესთან სიახლოვეს ურჩევს. მარტი და ოქტომბერი საუკეთესო თვეებია სპორტული ვარჯიშებისთვის, ამ დროს ხარები ენერგეტიკისა და სასიცოცხლო ძალების გაძლიერებით დიდ სიამოვნებას მიიღებენ. სპორტის ზამთრის სახეობები, როგორიცაათხილამურებით და ციგით სრიალი, უზარმაზარ სიამოვნებას მოგანიჭებთ და მშვენიერი ფიზიკური ფორმის შენარჩუნებაშიც დაგეხმარებათ.
ზოდიაქოს ქვა – აქვამარინი.
მცენარე-ტოტემი – მიხაკი.
სეზონი – ზამთარი.
ფერები – მწვანე, ყვითელი, შავი.
ვეფხვი (1962, 1974, 1986, 1998, 2010)
სიყვარული
თუ ახალ სიყვარულს ეძებთ, ვარსკვლავები 2015 წლის მაის-ივნისში არაჩვეულებრივ შანსს გაჩუქებენ. ეს სიყვარული ძლიერ ვნებასა და მგრძნობიარობაზე იქნება დამყარებული. ივლისი და სექტემბერი თქვენს ურთიერთობებს მსუბუქი რომანტიული ტონებით შეალამაზებს. სასიამოვნო სიურპრიზები, მოულოდნელი საჩუქრები და ყვავილების თაიგულები თქვენს ირგვლივ სინაზის მომაჯადოებელ ატმოსფეროს შექმნის. ზამთარი კი ოჯახური ცხოვრების სიხარულითა და ჰარმონიით ტკბობისთვის საუკეთესო დროა.
კარიერა
2015 წელს ვეფხვებს მძიმე მუშაობა ელით, თუმცა საკუთარი ამბიციური პროექტებისგანხორციელების დაყოვნებას უკვე ვეღარ შეძლებენ. ნუ იღელვებთ – ვარსკვლავები ყველანაირად დაგიჭერენ მხარს და თქვენი პროექტების განსაკუთრებული მსხვერპლის გაღების გარეშე განხორციელებაში დაგეხმარებიან. ზამთარში სწრაფად უნდა იმოქმედოთ, ძვირფას დროს უსარგებლო შიშებსა და მღელვარებაში ნუ გაფლანგავთ, რადგან ფორტუნა თქვენ მხარეზეა! მიიღეთ დამსახურებული ჯილდო გაწეული ძალისხმევის სანაცვლოდ.
ჯანმრთელობა
წლის დასაწყისი ჰარმონიისა და სიყვარულის შინაგანი ენერგიის პირად ცხოვრებაში ტრანსფორმირებისთვის შესანიშნავი დროა. ზამთრის თვეებში მეტისმეტი ფიზიკური დაძაბვა რეკომენდებული არ არის, ასეთ რიტმს გაზაფხული უფრო შეეფერება – ვარსკვლავები ამ პერიოდში ენერგეტიკულ აღმასვლას, კარგ ფიზიკურ ფორმაში ყოფნასა და მაღალ სასიცოცხლო ტონუსს გპირდებიან. ნოემბერი და დეკემბერი სპორტული ვარჯიშის დაწყებისთვის ხელსაყრელი დროა – სცადეთ ცურვა, ჩოგბურთი ან მსუბუქი ტანვარჯიში.
ზოდიაქოს ქვა – საფირონი.
მცენარე-ტოტემი – ია.
სეზონი – ზამთარი.
ფერები – მწვანე, ლურჯი, ყვითელი.
კატა/კურდღელი (1963, 1975, 1987, 1999, 2011)
სიყვარული
თუ მუდმივი პარტნიორი ჯერ კიდევ არ გყავთ, 2015 წელი დროებითი, მღელვარე ფლირტისთვის მშვენიერი დროა, რომელიც დაშორების შემთხვევაში თქვენს გულს განსაკუთრებულ კვალს არ დაამჩნევს. გაზაფხულზე წყვილები, რომლებიც უკვე დიდი ხანია ერთად არიან, თავიანთი ურთიერთობის სიმტკიცეს გამოცდიან, როცა ჰორიზონტზე ახალი თაყვანისმცემლები და მოულოდნელი გრძნობები გამოუჩნდებათ. ეს თქვენს მშვიდ და მყუდრო ურთიერთობებს მეხის დაცემასავით განადგურებით ემუქრება, ასე რომ, ეცადეთ ახალსა და ძველს შორის სწორი არჩევანი გააკეთოთ.
ზაფხულში პარტნიორებს შორის უსიამოვნებები შეიძლება მოხდეს აზრთა სხვადასხვაობის გამო. შესაძლოა ამაში მნიშვნელოვანი როლი თქვენმა ფეთქებადმა საქციელმა და მესაკუთრულმა ინსტინქტმა ითამაშოს, ამიტომ ეცადეთ თქვენი ტემპერამენტი და ფანტაზია მოთოკოთ. ზამთარი ურთიერთობებისთვის უფრო მშვიდი და ჰარმონიული პერიოდია, ამ დროს კატები შეძლებენ პარტნიორის კომპანიაში სასიამოვნო მომენტებით დატკბნენ.
კარიერა
წლის დასაწყისში ლურჯი ხის თხა კულისებს მიღმა თამაშის წარმოებას გირჩევთ, ნუ ილაპარაკებთ ბევრს თქვენს პროექტებსა და გეგმებზე. განსაკუთრებით აქტუალური ეს რჩევა მაშინ გახდება, თუ საკუთარ თავზე მუშაობთ და კონკურენტებისგან თავის დასაცავ გეგმას აწყობთ. ოქტომბერი და ნოემბერი მაქსიმალურად ფრთხილი მოქმედების დროა, ზედმეტი იმპულსურობისა და აჩქარების გარეშე. საწინააღმდეგო შემთხვევაში ზედმეტი პრობლემები და ხარჯები არ აგცდებათ.
ჯანმრთელობა
მთელი 2015 წლის განმავლობაში კატები კარგ ფიზიკურ ფორმაში იქნებიან, აქედან გამომდინარე, სპორტული ღონისძიებები და შაბათ-კვირაობით აქტიური დასვენება დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ. აგვისტოში დაღლილობა შეიძლება იგრძნოთ. შესაფერისი დროა ექიმთან ვიზიტისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის შემოწმებისთვის. ყოველთვის, როდესაც იგრძნობთ, რომ ენერგია ამოგეწურათ, თავს ძალას ნუ დაატანთ და ეცადეთ დაისვენოთ. საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების ზღვრის შემოწმება საჭირო არ არის.
ზოდიაქოს ქვა – მარგალიტი.
მცენარე-ტოტემი – ნარცისი.
სეზონი – გაზაფხული.
ფერები – ნაცრისფერი, თეთრი.
დრაკონი (1964, 1976, 1988, 2000, 2015)
სიყვარული
წლის დასაწყისში დრაკონები გულგახსნილნი იქნებიან ახალი ურთიერთობისთვის – ჩინური ჰოროსკოპი ხის თხის წელიწადში მათ სიყვარულის ჯადოსნური ისტორიებით დატკბობას პირდება. აპრილი და მაისი ძლიერი გრძნობებისთვის, მძაფრი შეგრძნებებისა და მათრობელა ვნებისთვის ზედგამოჭრილი დროა, შეგიძლიათ არ დაფიქრდეთ, ხვალ რა იქნება. ზამთარში კი სიყვარულის გამუდმებული ძებნა დაგანაღვლიანებთ ან თქვენი პარტნიორი მოგენატრებათ, რომელიც თქვენს გვერდით არ არის.
კარიერა
გაზაფხულის მიწურულს დრაკონების კარიერაში შეიძლება გარკვეული გართულებები და წარუმატებლობები დაიწყოს, რაც მცირე ხნით მათ ჩვეული კალაპოტიდან ამოაგდებს. თუ 2015 წლის ივლისში შვებულებაში წასვლა ვერ მოახერხეთ, არაფერია, ეს თვე ხომ ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით ყველაზე ხელსაყრელია ფულის შოვნისა და ბიზნეს ოპერაციებისთვის. სექტემბერში გულდასმით ფიქრი ყველა გეგმაზე, სიფრთხილე ყველა გადაწყვეტილებაში საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, მით უფრო, თუ დამოუკიდებელი პროფესია გაქვთ. ნოემბერსა და დეკემბერში ვარსკვლავები დოკუმენტების გაფორმებასთან და ბიუროკრატიულ ფორმალობებთან ბრძოლაში სირთულეებს წინასწარმეტყველებენ. მიუხედავად ამისა, ნერვიულობა მაინც არ ღირს, თქვენ სასურველი მიზნების მიღწევის ძალა ნამდვილად შეგწევთ.
ჯანმრთელობა
წლის დასაწყისში დრაკონები მეტისმეტად დაძაბულნი და ფიზიკურად დასუსტებულნი იქნებიან. შეეცადეთ დრო დასვენებისთვისაც გამონახოთ, რათა ორგანიზმის დარღვეული ენერგეტიკული ბალანსი აღიდგინოთ. თუ გინდათ ზედმეტი კილოგრამები მოიშოროთ, ივნისი დიეტის დასაცავად ოპტიმალური დროა. თქვენი ღვიძლიც ცოტა განიტვირთება. თუ წნევის ან სისხლძარღვების პრობლემები გაწუხებთ, სექტემბერსა და ოქტომბერში მათ უყურადღებოდ ნუ დატოვებთ. ზამთარში დრაკონის ნიშნით დაბადებულები თავს შესანიშნავად იგრძნობენ.
გველი (1965, 1977, 1989, 2001)
სიყვარული
გველებს მთელი გაზაფხულის განმავლობაში სერიოზულ გრძნობებსა და თავიანთ ქარაფშუტულ, რომანტიულ განწყობებს შორის კომპრომისის ძებნა მოუწევთ. ივნისში შესაძლოა საინტერესო ადამიანს შეხვდეთ, რომელიც ან თქვენზე ასაკით უფროსი ან უბრალოდ გამოცდილი იქნება და თქვენს წინაშე ჭეშმარიტი სიყვარულის ზღაპრულ კარს გააღებს. შემოდგომის ბოლოს თხა გველს მეტი მგრძნობიარობით დააჯილდოვებს, რათა მან წამიერ, იმპულსურ ვნებაზე უარის თქმით საკუთარ ინტერესებსა და მომავალზე იზრუნოს. ამ წელს ძალიან მნიშვნელოვანია პირად ცხოვრებაში გარკვეულობის შეტანა. არაფერი დაიტოვოთ გაუგებარი, რათა მომავალში სანანებელი არ გაგიხდეთ.
კარიერა
შესაძლოა, მაისი გველებისთვის საუკეთესო თვე არ იყოს, მაგრამ მისი შედეგები სამსახურებრივ საქმეებს საგრძნობლად გააუმჯობესებს. სექტემბრის მეორე ნახევარში ამ ნიშნის წარმომადგენლებს დამატებითი ფინანსური შემოსავლების მიღების შანსი მიეცემათ. ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში სიტუაციებს ახალი მხრიდან დაინახავთ, რაც თქვენი ამბიციების დაკმაყოფილების გასაღებს მოგცემთ. მოეჭიდეთ იდეებს, რომელიც თქვენს გონებაში იბადება – ისინი ნათელი, მარტივი და წარმატებული იქნება.
ჯანმრთელობა
გაზაფხულის დასაწყისში გველებს ენერგიის, ძალებისა და ოპტიმიზმის ულევი მარაგი აღმოაჩნდებათ. გეცოდინებათ, როგორ გამოიყენოთ კუთვნილი დრო და როგორ დაგეგმოთ მომავალი. მაისსა და ივნისში ვარსკვლავები საკუთარი ჯანმრთელობისთვის ყურადღების მიქცევას გირჩევენ. ზამთარში თავს კვლავ ენერგიულად, ძლიერად და უბრალოდ, ლამაზ და დადებით პიროვნებად იგრძნობთ.
ზოდიაქოს ქვა – ოპალი.
მცენარე–ტოტემი – ვნების ყვავილი.
სეზონი – გაზაფხული.
ფერები – ყავისფერი, ოქროსფერი, მწვანე.
ცხენი (1966, 1978, 1990, 2002)
სიყვარული
გაზაფხულის დასაწყისში ცხენები საკუთარ ემოციებსა და გრძნობებზე კონტროლს დაკარგავენ. თუ გინდათ თქვენი სიყვარული და ვნება საყვარელ ადამიანს გაუზიაროთ, მოგიწევთ უთანხმოებების მოგვარება და კომპრომისის ხელოვნების შესწავლა. 2015 წლის ზაფხული განსაკუთრებით მღელვარე დროა, როცა ცხენის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს მოულოდნელად შეიძლება ყურებამდე შეუყვარდეთ და ამით ცხოვრების ჩვეული რიტმი აერიოთ. სავსებით სავარაუდოა, რომ ზამთარში, მხურვალე ზაფხულის შედეგების გაანალიზების შემდეგ თავი მთლად მშვიდად ვერ იგრძნოთ, მაგრამ ეცადეთ ამ ყველაფერს მაინცდამაინც სერიოზულად არ მოეკიდოთ.
კარიერა
წლის დასაწყისი ხელსაყრელია საკუთარი ბიზნესის მქონეთა და შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებისთვის. ეს პერიოდი ახალი, პერსპექტიული კონტაქტების შეძენას გპირდებათ, რაც თქვენი შემოსავლების ზრდას განაპირობებს. 2015 წლის გაზაფხული შესანიშნავი დროა ცხენის ნიშნის ქვეშ დაბადებულებისთვის, ყველა მიზანს, რომელიც ახლო წარსულში დაისახეთ, გართულებების გარეშე მიაღწევთ. ზაფხულში საქმეებში ოდნავი დაღმასვლა შეიძლება დაფიქსირდეს, რის გამოც შესაძლოა თქვენი პროექტები საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს. ეს ფინანსური კუთხითაც საგრძნობი იქნება, ამიტომაც ცხენებს ხარჯების შემცირება მოუწევთ.
ჯანმრთელობა
ზაფხულში მიღებული სტრესის მოსახსნელად შეეცადეთ მავნე ჩვევებზე უარი თქვათ და ცხოვრების ჯანსაღი სტილი აირჩიოთ. ამით თქვენს ორგანიზმს დამატებით მხარდაჭერას გამოუცხადებთ. საბედნიეროდ, შედარებით მშვიდი ზამთარი ოპტიმიზმს, ენერგიას და ადრინდელ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ფორმას დაგიბრუნებთ.
ზოდიაქოს ქვა – ოქროსფერი ტოპაზი.
მცენარე–ტოტემი – ვარდი.
საუკეთესო დრო – დილის 11 საათიდან შუადღის 1 საათამდე.
სეზონი – ზაფხული.
ფერები – ნარინჯისფერი, თეთრი, ყვითელი.
თხა (1967, 1979, 1991, 2003)
სიყვარული
მთელი 2015 წლის განმავლობაში თხის ნიშნით დაბადებული ადამიანები ინტრიგით სავსე სიტუაციებში გაატარებენ და მუდმივად შეუფერებელი პარტნიორები შეხვდებათ, რომლებიც სხვა ვალდებულებებით იქნებიან ხელფეხშეკრულნი და უბრალოდ, მყარი ურთიერთობების დასაწყებად მზადყოფნას არ ამჟღავნებენ. ცხელი ზაფხული საწინააღმდეგო სქესისათვის ძალიან მიმზიდველს გაგხდით და ბევრ საინტერესო შეხვედრასაც გპირდებათ. თუმცა, ფრთხილად იყავით! ნამდვილ სიყვარულს წამიერ ვნებაში ნუ აურევთ, თორემ იმედგაცრუება არ აგცდებათ.
კარიერა
ახალი, 2015 წლის პირველი თვეები თქვენთვის ცოტა დამღლელი იქნება, რაც გადაჭარბებულ შფოთსა და გაღიზიანებაში შეიძლება გადაგეზარდოთ. მიუხედავად ამისა, თქვენი ინტელექტი და ორიგინალური აზროვნება დასახული მიზნების მიღწევაში შეგიწყობთ ხელს. ზამთარში ცოტა ეკონომიის გაწევა მოგიხდებათ, რათა დაუგეგმავ ხარჯებს გაუმკლავდეთ. თქვენი დრო უფრო რაციონალურად უნდა გადაანაწილოთ, ეს საქმეში ზედმეტ პრობლემებს აგაცილებთ. დაე, თქვენი დევიზი იყოს: ნუ გადადებთ ხვალისთვის, რისი გაკეთებაც დღეს შეიძლება!
ჯანმრთელობა
ლურჯი ხის თხის წელს თხის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ფსიქოლოგიური და ფიზიკური კეთილდღეობა გარანტირებული აქვთ. კარგი იქნება, თუ სახლის განახლებას მიხედავთ, რათა მისი ენერგეტიკა თქვენს ვიბრაციებს დაემთხვეს. ყურადღება მიაქციეთ ვარდისფერ ტონებსა და გაზაფხულის თემატიკას. არომათერაპიისთვის კი მუშკისა და სანდალოზის მისტიკური ხის სურნელი შეარჩიეთ.
ზოდიაქოს ქვა – ზურმუხტი.
მცენარე–ტოტემი – ლავანდი.
სეზონი – ზაფხული.
ფერები – მწვანე, ლურჯი.
მაიმუნი (1968, 1980, 1992, 2004)
სიყვარული
გაზაფხულის დადგომისთანავე მაიმუნები სექსუალური ენერგიის მოჭარბებასა და საკუთარი ცხოვრების შეცვლის სურვილს იგრძნობენ. საღი თვალით დააკვირდით სიტუაციას, რა გაწუხებთ? თუ მუდმივი პარტნიორი ჯერ კიდევ არ გყავთ, ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით, ეს პერიოდი თქვენთვის ძალიან ხელსაყრელი იქნება. განსაკუთრებით, თუ თქვენს ცხოვრებას გველს, დრაკონს, ცხენს ან თხას დაუკავშირებთ. 2015 წლის ზაფხულში გაზაფხულის პერიოდის აღმავლობა გაგრძელდება და მაიმუნის ნიშნით დაბადებულთა უმრავლესობისთვის დაუვიწყარი იქნება.
კარიერა
ამ ნიშნის წარმომადგენლებს ჩინური ჰოროსკოპი 2015 წელს პროფესიულ სფეროში რისკიან პროექტებს უწინასწარმეტყველებს, ამიტომაც გახსოვდეთ, რომ ზოგჯერ სითამამეს მეტად გულუხვი ანაზღაურება მოსდევს. თუ აზარტული თამაშებისკენ გაგიწევთ გული, სცადეთ, შესაძლოა საკმაოდ სერიოზულადაც მოიგოთ. ოქტომბერში კი, პირიქი, ეცადეთ ახალ ინვესტიციებს თავი აარიდოთ, თუნდაც ის შედეგებს მალევე გპირდებოდეთ – წარუმატებლობის ალბათობა საკმაოდ მაღალია.
ჯანმრთელობა
მაისში მაიმუნების ნაწილს სამწუხარო ფაქტთან მოუწევს შეგუება – მათი ფიზიკური ფორმა შესანიშნავისგან ძალიან შორსაა… შეიძლება თავი ძალაგამოცლილად და უკიდურესად გადაღლილად იგრძნოთ. ამიტომაც ივნისიდან სცადეთ დასვენებისთვის დროის გამოყოფა და თქვენი ცხოვრების უფრო სწორად და დაბალანსებულად გადაქცევა. მოერიდეთ უძილო ღამეებს, უარი თქვით მავნე საჭმელზე, ხშირად გადით სუფთა ჰაერზე, ივარჯიშეთ. ზამთრის დასაწყისი საუკეთესო დროა საყვარელი სპორტული ვარჯიშების დასაწყებად, რაც თქვენი კუნთების ტონუსის ამაღლებასა და მოქნილობის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.
ზოდიქოს ქვა – ქრიზოლიტი.
მცენარე–ტოტემი – გლადიოლუსი.
საუკეთესო დრო დღის 3–დან 5 საათამდე.
სეზონი – ზაფხული.
ფერები – თეთრი, იისფერი, მწვანე.
მამალი – (1969, 1981, 1993, 2005)
სიყვარული
მამლის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები მომავალს ოპტიმიზმით უყურებენ. მათი გულები 2015 წელს უფრო სწრაფად დაიწყებს ცემას თავბრუდამხვევი სიყვარულისგან, რომელშიც თავით გადაეშვებიან. თებერვალი ჯადოსნური დროა, როცა ვარსკვლავები საბედისწერო შეხვედრებს უწყობენ მათ, ვინსაც საკუთარი მეორე ნახევარი ჯერ კიდევ არ უპოვია. ვინც უკვე დაქორწინებულია, ემოციებს ახალ მუხტს მიიღებს და მეორე თაფლობის თვეც შეიძლება ქონდეს. ურთიერთობები გადახალისდება და უფრო ნაზი და ახლო გახდება.
კარიერა
თუ დამოუკიდებელი პროფესიის ადამაინი ხართ, ამ წელს ვარსკვლავები თქვენს მხარეს იქნებიან. გაზაფხულის ბოლოს მოსალოდნელია მცირე გართულებები სხვა რეგიონებში და საზღვარგარეთ მომუშავე საქმიან პარტნიორებთან. ოქტომბრისა და ნოემბრის თვეებში უფრთხილდით მახეებს, რადგან თქვენი კოლეგა ან საქმიანი პარტნიორი, შესაძლოა, მისი პასუხისმგებლობის თქვენს მხრებზე გადმოკისრებას შეეცადოს.
ჯანმრთელობა
მამლის ნიშნის ქვეშ დაბადებულები 2015 წლის უდიდეს ნაწილში კარგ ფიზიკურ და გონებრივ ფორმაში იქნებიან. გამონაკლისი შესაძლოა ზამთარში გართულებული ქრონიკული დაავადებები და სეზონური გაციება გახდეს. თქვენ ენერგიისა და ძალების აღმავლობის პიკში ხართ, ამიტომ თუ სწორედ ახლა „მთების გადაბრუნების“სურვილი გაქვთ, ცხოვრების ყველა სფეროში შეძლებთ ამის გაკეთებას.
ზოდიაქოს ქვა – ციტრინი.
მცენარე-ტოტემი – ასტრა.
საუკეთესო დრო – 17-დან 19 საათამდე.
სეზონი – შემოდგომა.
ფერები – ნარინჯისფერი, მწვანე.
ძაღლი (1958, 1970, 1982, 1994, 2006)
სიყვარული
ზაფხულის შუა პერიოდში ვარსკვლავები მარტოხელა ძაღლების მფარველობას იკისრებენ. შეიძლება გადაეყაროთ პატარა გატაცებას, სიმპატიასა და ფლირტს, თუმცა, სერიოზულ გრძნობებსა და ურთიერთობებს ნუ ელოდებით. აგვისტო და სექტემბერიიდეალური დროა იმ წყვილებისთვის, ვისაც არც მთლად ხელსაყრელი პერიოდი აქვთ: ეძებეთ კომპრომისული გადაწყვეტილება ერთმანეთის უკეთ გაგებითა და კონსტრუქციული დიალოგის მეშვეობით. ოქტომბერი, ნოემბერი და დეკემბერი ძაღლებს გარშემომყოფების სხვა კუთხით დანახვის საშუალებას მისცემს და შესაძლოა, ვისაც აქამდე გულგრილად აღიქვამდით, ახლა უფრო ახლოს მოუშვათ.
კარიერა
2015 წელს თებერვლიდან აპრილამდე ძაღლის ნიშნით დაბადებულები კოლეგებს არ უნდა ენდონ: დიდია ალბათობა, რომ მათი შურიანობისა თუ ამბიციების გამო უსიამოვნო სიტუაციაში გახვეული აღმოჩნდეთ. გაზაფხულის დასასრული მსხვილი ინვესტიციებისთვის მაინცდამაინც შესაფერისი დრო არ არის. საბედნიეროდ, ზამთრის პერიოდი უკვე წარმატებას და მომგებიანი საქმიანი კონტაქტების დამყარებას გპირდებათ.
ჯანმრთელობა
გაზაფხულზე საკუთარი ჯანმრთელობის გარისკვა არ ღირს. ეცადეთ სამსახურში გადაღლას თავი აარიდოთ, მეტი დაისვენეთ და ვიტამინების დროულად მიღებაც არ დაგავიწყდეთ. თქვენი ორგანიზმი დამოუკიდებლად სიტუაციას ვერ გაუმკლავდება. სექტემბერშიც ძლიერი სტრესისა და მუდმივი ცაიტნოტის შედეგების გამოსასწორებლად საკუთარ თავს სათანადო ყურადღება უნდა მიაქციოთ. თუ ამ მარტივ რჩევას გაითვალისწინებთ, 2015 წლის დასასრულს შესანიშნავ ფორმაში მყოფი შეეგებებით.
ზოდიაქოს ქვა – ბრილიანტი.
მცენარე-ტოტემი – ზამბახი.
სეზონი – შემოდგომა.
ფერები – ვერცხლისფერი, წითელი.
ტახი (1959, 1971, 1983, 1995, 2007)
სიყვარული
2015 წლის აპრილი შეიძლება ძალიან რთული გამოდგეს თქვენი პირადი ურთიერთობებისთვის. დიდია კონფლიქტური სიტუაციების, განწყობის უეცარი ცვლილებები ალბათობა, რაც წყვილს შორის არსებულ იდეალურ ატმოსფეროს გააფუჭებს. მსგავს მომენტებში შეეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და მოთმინებას მოუხმეთ. თქვენი საუკეთესო დამხმარეები მოქნილი გონება და საღი აზრი იქნება. თუ გაზაფხულის „სიურპრიზებს“ მედგრად გაუმკლავდებით, ზაფხულში დამსახურებული ნაზი გრძნობებისა და ემოციების ობიექტად იგრძნობთ თავს.
კარიერა
2015 წელს ტახებს დიდი მზადება და მიღწეული პოზიციების გამყარებისთვის შრომა მოუწევთ. ახლა არ არის ახალი, სერიოზული პროექტების წამოწყების დრო, თუნდაც მათ წარმატებაში აბსოლუტურად დარწმუნებული იყოთ. თუ მაინც ცვლილებებს ამჯობინებთ, მზად იყავით ახალი დაბრკოლებებისა და თავის ტკივილებისათვის. ოქტომბერში დიდი შემოსავლების შემოდენაა მოსალოდნელი, რაც ტახებს ახლობლებისა და საკუთარი სახლისთვის მსხვილი შენაძენების გაკეთებისკენ უბიძგებს. შემოდგომის ბოლოს და ზამთრის დასაწყისში ყურადღებით და ფრთხილად უნდა იყოთ, რათა ფინანსური დანაკარგები თავიდან აირიდოთ.
ჯანმრთელობა
წლის დასაწყისში შესაძლოა დაღლილობა იგრძნოთ, ამიტომ მიეცით ორგანიზმს დასვენების საშუალება და ინტენსიურ გონებრივ და ფიზიკურ დაძაბვას მოერიდეთ. 2015 წლის განმავლობაში თერაპიის ალტერნატიული საშუალებები თქვენს ჯანმრთელობაზე სასიკეთო გავლენას იქონიებს. სცადეთ იოგას ვარჯიშები, ჯანსაღი კვების პრინციპების დაცვა – ეს ენერგიის შენარჩუნებასა და თავის ბედნიერ ადამიანად შეგრძნებაში დაგეხმარებათ.
ზოდიაქოს ქვა – ლალი.
მცენარე-ტოტემი – ქრიზანთემა.
სეზონი – შემოდგომა.
ფერები – იისფერი, წითელი, თეთრი.