აღმოსავლეთის ზღაპარი თუ რეალობა? როგორ ცხოვრობენ შეიხის ცოლები


არაბი შეიხები სულაც არ არიან ზღაპრული არსებები, ამიტომ იმისთვის, რომ გახდეთ შეიხის მეუღლე, სულაც არ არის აუცილებელი დედოფალი ან სამეფო ტახტის სხვა წარმომადგენელი იყო. არსებობს არაერთი შემთხვევა, როდესაც შეიხები ცოლად სიყვარულით ჩვეულებრივ გოგონებს ირთავდნენ. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ ბელორუსიის ტაბლოიდები დუბაის მმართველი ოჯახის წევრის საიდ ბენ მაკტუმ ალ მაკტუმის და ოფიციანტი ნატალია მუსლიმოროვას ქორწილის შესახებ შეტყობინებებით იყო აჭრელებული.
როგორც მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია, ყველაზე სასურველ პოტენციურ ქმრად მთელი მსოფლიოს ქალებისთვის დუბაის 31 წლის უფლისწული შეიხ ჰამდან ბინ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი რჩება. ჰამდანს საოცრად სიმპათიური სახე აქვს, თუმცა მომხიბვლელი გარეგნობის მიღმა დესპოტი იმალება. უფლისწულის გული დღემდე თავისუფალია, თავის პოტენციურ მეუღლეს ჰამდანი საკმაოდ მკაცრ მოთხოვნებს უწესებს.      10934429_909449755761930_512315511_n   
როგორ უნდა მოიქცეთ, რომ არაბი შეიხის ყურადღება დაიმსახუროთ? პირველ რიგში, დაიმახსოვრეთ, რომ შეიხი ქარაფშუტა ქალს სერიოზულად არასდროს შეხედავს. მიაქციეთ ყურადღება თქვენს გარეგნობას. ერიდეთ ზედმეტად ღია ტანსაცმელს. არაბულ ქვეყნებში ეს მიუღებელია. თქვენი ღირშესანიშნავი სხეული შეიხს შეგიძლიათ შეუღლების შემდეგ აჩუქოთ.
გარდა ამისა, არ არის სასურველი, შეიხის თანდასწრებით ალკოჰოლის მიღება და მოწევა.
ეცადეთ მშვიდად და ზრდილობიანად მოიქცეთ. საერთოდ, არაბულ ქვეყნებში ქალმა ემოცია საჯაროდ არ უნდა გამოხატოს. თუმცა, შესაძლებელია, რომ თქვენი ემოციურობა შეიხს განსაკუთრებულ თვისებად მოეჩვენოს და მოიხიბლოს ამით. პოტენციურ მეუღლესთან ურთიერთობაში „ოქროს შუალედი“ უნდა მოძებნოთ.
თუ თქვენ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, შესაძლოა, თქვენი ოცნება ახდეს. აღმოსავლეთში ძალიან მდიდრულ ქორწილებს მართავენ. მზად იყავით, რომ სტუმრად რამდენიმე ათასი ადამიანი გეყოლებათ. ქორწილის ორგანიზებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს საკუთარ თავზე ნეფის ოჯახი იღებს. დედოფალმა საკუთარი ხელებით მხოლოდ ხალიჩა უნდა მოქსოვოს, რომელსაც მზითევში იღებს. 10949776_909449769095262_1955946382_n
სხვათა შორის, დაქორწინებისას, შეიხი და მისი მეუღლე ქონების გაყოფის შესახებ საქორწინო შეთანხმებასაც აფორმებენ. თუმცა შეიხის და მისი მეუღლის გაყრის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.     როგორია შეიხის მეუღლის ყოველდღიური ცხოვრება?
როგორ იცხოვრებთ შეიხის მეუღლის როლში, – ეს თქვენზეა დამოკიდებული. შესაძლოა, ეს ჩაკეტილ სივრცეში ცხოვრება იყოს აღმოსავლური მკაცრი კანონების შესაბამისად. ასევე შესაძლებელია, რომ თქვენ ყველაზე ძვირად ღირებულ კურორტებზე დაისვენოთ და უძვირესი ავტომობილებით იაროთ. დღეს შეიხები საკუთარ მეუღლეებს სრულფასოვანი ცხოვრების საშუალების, სწავლის და მუშაობის უფლებასაც აძლევენ.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები