“აღმოვჩნდით წამყვანის მხრიდან ძალადობის მსხვერპლები” – “ფარულ კონვერტს” პროდიუსერები ტოვებენ

გადაცემა “ფარული კონვერტის” პროდიუსერები, ეკატერინე გვახანია და ქეთი გუნცაძე გადაცემას ტოვებენ. ამის შესახებ ეკატერინე გვახანია პოსტს აქვეყნებს:
“ეს არის “ფარულ კონვერტში” ჩემი Kety Guntsadze და ეკას Ekaterine Gvakharia 3-წლიანი მუშაობის ბოლო აკორდი. ამ პერიოდში შევხვდით უამრავ საინტერესო სტუმარს, მოვისმინეთ მათი გულახდილი და ემოციური თავგადასავლები, შევიძინეთ მეგობრები… ყოველთვის ვცდილობდით, სტუმრებს თავი კომფორტულად და შინაურულად ეგრძნოთ, ეთქვათ ის, რასაც აქამდე გულში ინახავდნენ და ვფიქრობ, შევძელით კიდეც და ნინუცაც ამის ნათელი მაგალითია. სამწუხაროდ, ყველაფერ ამის შემდეგ, ჩვენ თავად აღმოვჩნდით წამყვანის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობისა და შეურაცხყოფის მსხვერპლები, ამიტომაც, დღეს ვემშვიდობებით ” ფარულ კონვერტს”!”, – წერს ეკატერინე გვახანია.

კომენტარები

სხვა სიახლეები