“აღმოვაჩინე, რომ ეს სწორედ ის დეა იყო” – ემოციური ისტორია არჩილ თალაკვაძეზე

სოციალური ქსელში შს სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი, თეა პერტაია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შესახებ ემოციურ ისტორიას აქვეყნებს.

“არის პოლიტიკის მიღმა რაღაც, ბევრად ნამდვილი… ამიტომ დავწერ…
როცა შსს-ში ვმუშაობდი, დავამკვიდრეთ ტრადიცია, რომელიც მიყვარდა: სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელების შვილები პირველად სკოლაში მინისტრს, მის მოადგილეებსა და უწყების სხვა თანამშრომლებს მიჰყავდათ…
2015 წლის სექტემბერი. გმირი პოლიციელის შვილს, დეა სახელაშვილს პირველი კლასისკენ მეგზურობა მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ გაუწია… გავიდა წლები…
2019 წელი, აგვისტო… ბაკურიანში ვისვენებ და, შემთხვევით, საოცარ ფაქტს ვაწყდები – ვხედავ, არჩილმა და მისმა მეუღლემ დასასვენებლად შვილები და ერთი ცისფერთვალა გოგონა ჩამოიყვანეს. აღმოვაჩინე, რომ ეს სწორედ ის დეა იყო… გამახსენდა, 4 წლის წინ სკოლაში წასასვლელად ერთად რომ ემზადებოდნენ და ნერვიულობდნენ…დღესაც ძალიან მშობლიური დავინახე ამ ერთობაში…
გული გამითბა, ამიჩუყდა და გაგიზიარეთ…
ალბათ, სიკეთე უნდა აღნიშნო, რომ განმეორდეს…”, – წერს პერტაია სოცქსელში.

აღნიშნულ ისტორიას სოცქსელის მომხმარებლებში დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. “არჩილ თალაკვაძე, შენ ხარ ადამიანი”; “გული გამითბა”, – წერენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები