„აღდგომის შემდეგ გაივსება რეანიმაციები, დაიხოცება ხალხი და ექიმების კეკლუცა ბრიფინგებს მძიმე კადრები შეცვლის“ – ლევან ხარაშვილი
აღდგომის დღესასწაულის მოლოდინში კორონავირუსით გამოწვეულ სახელმწიფო აკრძალვებს საქართველოს ეკლესია უარყოფს და არ გეგმავს, სააღდგომო ლიტურგია ხალხის გარეშე ჩაატაროს. მრევლს ეკლესია არ მოუწოდებს, დარჩეს სახლში. აღნიშნული კი შესაძლოა, ქვეყანაში უდიდესი ეპიდაფეთქების წყარო გახდეს.
ამ ყოველივეს ექიმი ლევან ხარაშვილი სოციალურ ქსელში საკმაოდ მძიმე სტატუსით ეხმაურება:
„აღდგომის მერე ურჩი მრევლი იფეთქებს ბიოლოგიური ბომბივით. ძლივს შეკავებული მრუდი აარტყამს პიკს. გაივსება რეანიმაციები და მეორე ტალღად მედპერსონალი იბუთქებს. ბერგამოს კადრებს თბილისშიც ვნახავთ. დაიხოცება ხალხი და ექიმების კეკლუცა ბრიფინგებს მძიმე კადრები შეცვლის.
მალე შეზღუდვები აზრს დაკარგავს. ბავშვები სკოლებს დაუბრუნდებიან, მხრჩოლავი ყვითელი მარშუტკები გააფერადებენ საცობებს ცენტრალურ ქუჩებზე, ჰაერიც დაბინძურდება, გმირი ექიმები ისევ ფულისტ ყასბებად გადაიქცევიან და გახარიაც კი გაიპარსავს მოუცლელობის ხაზგასასმელად მოშვებულ “წვერს”. ამირან გამყრელიძე ისევ ძალიან მოსაწყენ ბიძად გადაიქცევა და პოლიტიკოსები გააგრძელებენ პოლიტიკოსბას, სპორტსმენები სპორტსმენობას. გადაიჭედება გოიმური რესტორნები, ოკუპაცია გააგრძელებს ცოცვას, ბ…ი ბო…ას, ი რაზვე ეტო ნორმალნო?!!!!”, – წერს ექიმი.