ახალი კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ ადამიანებს უამრავი აკრძალვა დაუწესა. გამონაკლისი არც საქართველოა. მოგეხსენებათ, ქვეყანაში საგანგებო რეჟიმია ამოქმედებული და საკმაოდ მკაცრ პირობებში უწევთ მოქალაქეებს არსებობა. მათი უმრავლესობა იცავს კიდეც კანონს.
“ლაივპრესის” მიერ გავრცელებულ ვიდეოში, ნათლად ჩანს თუ როგორი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ ზუგდიდელები კანონის დაცვას და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ყოველგვარი სოციალური დისტანციის დაცვითა და რეკომენდაციების გათვალისწინებით აღნიშნეს.