აღდგომის აღნიშვნის საინტერესო ტრადიციები მსოფლიოში (ფოტოკოლაჟი)

„ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!“ – ამ სიტყვებით ესალმებიან ერთმანეთს აღდგომის დილას მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. ამ დღესასწაულს ყოველ ქვეყანაში სხვადასხვა ტრადიციები ახლავს თან. თუ საზღვარგარეთ აღმოჩნდებით, არ გაიკვირვოთ, თუ აღდგომის დღეს საეკლესიო წირვის მაგივრად, მაგალითად, კარნავალზე მოხვდებით, ტრადიციული პასკის და შეღებილი კვერცხის ნაცვლად კი – სულ სხვა კერძს მოგართმევენ.

ინგლისი
pasha-110414-20

აღდგომა დიდ ბრიტანეთში – მთავარი რელიგიური დღესასწაულია. სკოლებში ორი კვირით არდადეგებია, ოჯახები კი სიამოვნებით სახლში ატარებენ დროს ან ქუჩებში სეირნობენ. როგორც საქართველოში, კვერცხების ტრადიცია ინგლისშიც არსებობს. თუმცა ბრიტანეთში კვერცხები შოკოლადის არის კარამელის შიგთავსით. და საერთოდ, ამ დღეს ხალხი ერთმანეთს ტკბილეულს და ნამცხვარს ჩუქნის. გარდა ამისა, არსებობს ტრადიცია, რომ აღდგომას ქუჩაში მხოლოდ ახალი ტანსაცმლით უნდა გახვიდე. სხვათაშორის, დედოფალი ელისაბედ II ამ ტრადიციას სიამოვნებით იცავს და ტაძარში ახალ სამოსში ჩნდება.

გერმანია
pasha-110414-6

სწორედ გერმანიაში დაიბადა ბევრი ტრადიცია, რომელიც შემდეგ მსოფლიოში გავრცელდა. მაგალითად, გერმანიაში გაჩნდა აღდგომის ერთ-ერთი პოპულარული სიმბოლო – სააღდგომო კურდღელი. დღესასწაულის დილას ბავშვებს აუცილებლად უნდა უთხრათ შემდეგი სიტყვები: „სააღდგომო კურდღელმა კალათები დაგიმალათ, ისინი უნდა იპოვოთ“. ბავშვები კვერცხებით და ტკბილეულით სავსე კალათის ძიებაში მთელ სახლში ირბენენ. ამას გარდა, გერმანიის ზოგიერთ რეგიონში კიდევ ერთი ძველი ტრადიცია შენარჩუნდა – მსვლელობა ცხენებით. მაგალითად, ბავარიაში სააღდგომო ორშაბათს ქუჩები ივსება ცხენებით და ხალხით, ისინი ცხენებით მსვლელობაში წმინდა გიორგის საპატივცემულოდ იღებენ მონაწილეობას, წმინდა გიორგი ცხენების და პირუტყვის მფარველად ითვლება. მსვლელობა 3 კილომეტრში – ეტენდორფის ეკლესიაში სრულდება.

საფრანგეთი
pasha-110414-18

კულინარიულ ტრადიციებს რაც შეეხება, საფრანგეთი დიდად არ განხვავდება სხვა ქვეყნებისგან, თუმცა სააღდგომო სუფრის მთავარი კერძი აქ შემწვარი წიწილაა. დღესასწაულის მთავარი სიმბოლო კი საფრანგეთში – ზანზარია. მის ხმას აღდგომას ყველგან გაიგებ – ის სიცოცხლის და სიხარულის გაგრძელების სიმბოლოა.

პოლონეთი
pasha-110414-15

პოლონეთში აღდგომას ორი დღის განმავლობაში აღნიშნავენ. ამ ორ დღეს დიდ და უჩვეულო სეირნობებს აწყობენ. მთელი ოჯახის შეკრება – კანონია. აღდგომის მეორე დღე ახალგაზრდებისთვისაა ძალიან სახალისო, ბიჭები გოგოებს წყლით წუწავენ – ამით გოგონები ხვდებიან, რომელ ბიჭს რომელი გოგო მოსწონს.

ლიტვა
pasha-110414-16

ლიტვაში კათოლიკები მოსახლეობის 80 პროცენტს შეადგენენ, ამიტომ აღდგომა აქ მასშტაბურად აღინიშნება. მოსახლეობა სადღესასწაულო მესას ესწრება, შემდეგ კი სადღესასწაულო ვახშამს აწყობს. ვილნიუსში და სხვა მსხვილ ქალაქებში მთავარ მოედნებზე სააღდგომო პირამიდებს დგამენ. წინა წელს ასეთი პირამიდისთვის 25 000-ზე მეტი შეღებილი კვერცხი დაიხარჯა.

ესპანეთი აღდგომის დღეს ესპანეთში დილით წირვა იმართება, საღამოს კი ყველანი ვახშამზე იკრიბებიან. სუფრის მთავარი ელემენტები – შეღებილი კვერცხები და ნამცხავრია. აღდგომამდე კი მთელი კვირის მანძილზე ხალხი ქუჩაში უჩვეულო სამოსში გადის – კონუსის ფორმის ქუდებში, რომლებზეც ამოჭრილია ნახვრეტები თვალებისთვის. პროცესიაში ამ სამოსში მონაწილე ადამიანები ე.წ. ცოდვილები არიან, რომლებსაც ცოდვების მონანიება სურთ. მსვლელობის მონაწილეებს ხელში სანთლები უჭირავთ. მსვლელობა სიმღერის თანხლებით მიმდინარეობს.

იტალია
pasha-110414-2

აღდგომა იტალიაში შობასთან ერთად ერთ-ერთი მთავარი დღესასწაულია. ამ დღეს იტალიელები ოჯახებში აღნიშნავენ. კერძები – კვერცხები, ყველის კულიჩი და კაზატიელო – ნეოპოლიტანური ნამცხვარი კვერცხით, ყველით და ძეხვით, ასევე შემწვარი ცხვარი. განსაკუთრებული სიხარული ვატიკანის მოედანზე გასვლაა, სადაც მესას თავად რომის პაპი ატარებს.

ავსტრია
pasha-110414-12

აღდგომის აღნიშვნა დღის 3 საათზე იწყება. ხალხი, რომელიც მესიდან დაბრუნდა, სუფრასთან ჯდება და ერთმანეთს საჩუქრებს ჩუქნის – კურდღელს – შოკოლადის, გამომცხვარს თუ ნაჭრის, ასევე შოკოლადის და ხის კვერცხებს. სხვათაშორის, ავსტრიაში კვერცხებს არა წითლად, არამედ მწვანედ ღებავენ, რადგან ეს ფერი გაზაფხულის და იმედის ფერია. სააღდგომო ბაზარი აღდგომის განუყოფელი ტრადიციაა. სხვადასხვა ქალაქებში კარვები იშლება, სადაც სამახსოვრო სუვენირები იყიდება, მოედნებზე კი ფესტივალები და კონცერტები ტარდება.

აშშ
pasha-110414-22 pasha-110414-23

აშშ ქვეყანაა, სადაც მრავალი ეროვნების ხალხი ცხოვრობს, ამიტომ აქ არ არსებობს აღდგომის აღნიშვნის ერთი ტრადიცია. სხვადასხვა ოჯახში სხვადასხვა სუფრა და გართობაა. უფრო ხშირად ამერიკელების სუფრას ამ დღეს ლორი, კარტოფილი, ხილის სალათი და ბოსტნეული ამშვენებს. მაგიდებზე ყვავილებით მორთული კალათები დგას, აღდგომის სიმბოლოთ კი ლილია ითვლება. მორწმუნე ამერიკელები ამ დღეს ეკლესიაში მიდიან, ამის შემდეგ კი იწყება გართობა – ბალახით მოფენილი დაღმართიდან კვერცხების გაგორება. უფრო მეტად ამით ბავშვები ერთობიან. ყველაზე დიდი შეჯიბრი თეთრი სახლის მახლობლად ტარდება, სადაც ასობით ოჯახი ფერადი კვერცხებით სავსე კალათებით იკრიბება.

ავსტრალია
pasha-110414-14

ავსტრალიაში აღდგომას ღია ცის ქვეშ აღნიშნავენ – ტყეში ან მთაში. მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ამ დღეს ჰაერი ძალიან სუფთა ხდება, წყალი კი სამკურნალო თვისებებს იძენს. მთავარი კერძი აქ შემწვარი ცხვრის ხორცია ან წიწილა, დესერტად კი ავსტრალიელები ხილით მორთულ ბეზეს ტორტს მიირთმევენ. აღდგომის სიმბოლო ავსტრალიაში ცხოველი – ბილბია.

ნიგერია
pasha-110414-7

ქრისტიანები ნიგერიის ნახევარს შეადგენენ. საკარნავალო კულტურა აქ აღდგომაზეც ვრცელდება. მთავარ მოედანზე დიდი ზეიმი ეწყობა. კარნავალზე ასობით მოცეკვავე გამოდის – ფერების და ცეკვის სიუხვე ბრაზილიის კარნავალსაც კი შეშურდება.

კომენტარები

სხვა სიახლეები