„აღარ მაშინებს ვირუსი, „პისიარი“ მაქვს მინუსი“ – მეუფე ნიკოლოზმა კორონავირუსს ლექსი მიუძღვნა

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაამარცხა და კოვიდს ლექსიც მიუძღვნა:

„აღარ მაშინებს ვირუსი, „პისიარი“ მაქვს მინუსი“, – წერს მეუფე ნიკოლოზი. 

“ყველას გმადლობთ ლოცვისა და კეთილი სურვილებისათვის!

„პირველი სიმპტომები შაბათს, 31.10 გამომიჩნდა. თავიდან უბრალოდ გაციება მეგონა, მაგრამ შემდეგ დავკარგე ყნოსვა და გემო, მიჭირდა გამოღვიძება და ცხვირსა და ყელში ამოსუნქვისას სიმხურვალეს ვგრძნობდი. პირველი pcr ანალიზი, რომელმაც ვირუსი დამიდასტურა, ოთხშაბათს, 4.11 გავიკეთე. კვირის ბოლოს ავადმყოფობამ უკან დაიხია. თვითიზოლაციაში 2 კვირა გავატარე და გუშინ, შაბათს, 14.11-ჯერ სწრაფმა ტესტმა, ხოლო, მოგვიანებით pcr უარყოფითი პასუხი აჩვენა, ანუ ვირუსი აღარ მაქვს. ამ მიზეზის გამო მცირე ლექსიც კი შევთხზი“, – ასე აღწერა ავადმყოფობის ისტორია მიტროპოლიტმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები