“აქ შეიძლება ვინმემ იცის ოკუპანტის ენა, მაგრამ მე არ ვიცი, ქართულად ისაუბრეთ, გთხოვთ”- მოსამართლე 

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მერიის მაღალჩინოსნების საქმეს განიხილავენ. დღეს კი ”კონვერტ ჯორჯიას” წარმომადგენელი, ვახტანგ ჩიქოვანი იკითხება. ჩიქოვანმა ერთ-ერთი ფაქტის გახსენებისას რამდენიმე წინადადება რუსულად თქვა, რის შემდეგაც მოსამართლე დავით მამისეიშვილმა საუბარი გააწყვეტინა და ასეთი სიტყვებით მიმართა:

“აქ შეიძლება ვინმემ იცის ოკუპანტის ენა, რუსული, მაგრამ მე არ ვიცი, ქართულად ისაუბრეთ, გთხოვთ”.

კომენტარები

სხვა სიახლეები