“აქ ყველას ყველა უყვარს… არც პოლიტიკაა და არც ეკონომიკა” – ბელა ალანიამ მეუღლესთან ერთად კოვიდი დაამარცხა

“ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტი­ის” ლი­დერს შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვილ­სა და მის მე­უღ­ლეს ორი კვი­რის წინ კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უდ­გინ­დათ. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ისი­ნი პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობ­დნენ.

რო­გორც ბელა ალა­ნია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, ვირუ­სი უკვე და­ა­მარ­ცხეს და ახლა სახ­ლში არი­ან.

“მე­გობ­რე­ბი მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, რამე ხომ არ მო­გი­ტა­ნოო. ერთს ვუ­თხა­რი, 5 ცალი სა­ჰა­ე­რო ბურ­თი მო­მი­ტა­ნე-მეთ­ქი. მე­ო­რე დღეს­ვე მო­არ­ბე­ნი­ნა და­ბე­რი­ლი სა­ჰა­ე­რო ბურ­თე­ბის დიდი ას­ხმა. მათ და­სა­ბე­რად „არ(!) შე­მა­წუ­ხა“. მი­ტო­ვებ­დნენ სუ­ვე­ნი­რებს.. ათას რა­მეს დაბ­ლა, დაც­ვას­თან. მი­ტო­ვებ­დნენ ისი­ნიც, ვი­საც პი­რა­დად არც კი ვიც­ნობ­დი. მი­ტო­ვებ­დნენ სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე ბა­რა­თებს, ლექ­სებს, გულ-პეპ­ლებ­დაკ­რუ­ლებს…….ორი მტრე­დი შე­მო­მეჩ­ვია…

კო­ვი­დი­ან­თან ნე­ბარ­თვის გა­რე­შე სხდე­ბოდ­ნენ რა­ფა­ზე. ვე­ჩურ­ჩუ­ლე­ბო­დი სა­თი­თა­ოდ და მე­გო­ნა, ვა­გო­ნებ­დი.. ოთო ექი­მი გვა­ხა­ლი­სებ­და, გუ­რულ ის­ტო­რი­ებს გვიყ­ვე­ბო­და.

აი, ასე­თებს, ღი­მი­ლი­ან გან­წყო­ბას რომ გვიქ­მნიდ­ნენ: ბი­ძა­მისს რომ ჰყო­ლია ძაღ­ლი, სა­ხე­ლად პალ­მა. დაჰ­ყავს თურ­მე სა­ნა­დი­როდ. ჩა­მო­აგ­დებს მწყერს, პალ­მა მი­ირ­ბენს, დაყ­ნო­სავს, გა­მობ­რუნ­დე­ბა!არა­და, რო­გორც ყვე­ლა მო­ნა­დი­რეს სჩ­ვე­ვია, ბა­ქი­ბუ­ქობს ბი­ძია. მა­გა­რი მო­ნა­დი­რე ძაღ­ლია ჩემი პალ­მა, მწყერს ხე­ლი­დან არ უშ­ვებ­სო.ეს­ტუმრნენ ერთხელ თურ­მე სხვა მო­ნა­დი­რე­ე­ბი, “ჩაზ­მა­ნუ­ლი“ ძაღ­ლე­ბით. და­ი­წყო ნა­დი­რო­ბა მწყერ­ზე! რამ­დე­ნი­მემ ერ­თად გა­ის­რო­ლა. ჩა­მო­ვარ­და მხო­ლოდ ერთი, გა­იქ­ცა პალ­მა, დაყ­ნო­სა!

გუ­რუ­ლი რაის გუ­რუ­ლია, რა­მეს რომ არ მო­ი­ფიქ­რებ­და, ჰო­დაა…

– პალ­მა­აა! არაა მაი მწყე­რი ჩვე­ნი! – გას­ძა­ხა და ქე შე­მოტ­რი­ალ­და პალ­მა უკან.ეს რა ძაღ­ლი გყო­ლია, სხვის მწყერს პირი არ და­ა­დო, მო­მე­ცი, მან­ქა­ნა­ში გა­გიც­ვლიო… – ჰკვი­რობ­დნენ თურ­მე, მრავ­ლის მნახ­ვე­ლი მო­ნა­დი­რე­ე­ბი. ჰოო, ასე იყო თურ­მე…….

იმ დღეს ჰა­ე­რის უკ­მა­რი­სო­ბა მქონ­და. ასეთ დროს უმ­წეო ხდე­ბი… შეს­ცქე­რი სა­ტუ­რა­ცი­ის აპა­რატს და მისი მაღ­ლა-დაბ­ლა აწევ-და­წე­ვა ხდე­ბა სა­სი­ცო­ცხლო თემა. იმა­საც უშ­ვებ, რომ დი­ლით შე­იძ­ლე­ბა ვერ გა­იღ­ვი­ძო…

იმ “დაშ­ვე­ბა­ში” მთე­ლი გავ­ლი­ლი ცხოვ­რე­ბა ეტე­ვა, მთე­ლი თა­ვი­სი აბ­სურ­დით და უსა­ზღვრო სევ­დით. აქ ყვე­ლას ყვე­ლა უყ­ვარს… არც პო­ლი­ტი­კაა და არც ეკო­ნო­მი­კა წამ­ყვა­ნი თემა.

ჩვენ კო­ვი­დი გვა­ერ­თი­ა­ნებს. დიახ, ჩვენ კო­ვი­დი­ა­ნე­ბი ვართ!. ფუს­ფუ­სა ექთ­ნე­ბი გვიფრ­თხილ­დე­ბი­ან. მზრუნ­ვე­ლი, გა­სა­ო­ცა­რი, “ჩვე­ნი­ა­ნი” ექი­მე­ბი ჰყავს კლი­ნი­კას.

თა­მი­ლა ექი­მი იმედს არი­გებს! შე­მიყ­ვარ­და, ის გა­მორ­ჩე­უ­ლია…კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რი ლე­ვან რა­ტი­ა­ნი მარ­ტო პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კი არ არის, რო­მელ­მაც იცის ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტის სა­ხე­ლი, გვა­რი და დღე­ში ორ-სამ­ჯერ პი­რა­დად ეკონ­ტაქ­ტე­ბა თი­თო­ე­ულს. ის, უბ­რა­ლოდ, სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე ადა­მი­ა­ნია და სა­ნამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თე­ბი მე­გუ­ლე­ბა, სიგ­ლა­ხე­ე­ბი ვერ მოგ­ვე­რე­ვა, ვერ დაგვჯაბ­ნის!……

თო­თხმეტ­დღი­ა­ნი ბრძო­ლის შემ­დეგ, ექი­მე­ბის დახ­მა­რე­ბით, სახ­ლში ვარ! იქ კი, კო­ვი­დით და­სევ­დი­ა­ნე­ბუ­ლი პა­ლა­ტის ფან­ჯა­რას­თან ალ­ბათ დღეს დი­ლი­თაც ისევ ისე მიფ­რინ­და ჩემი ორი მე­გო­ბა­რი…მშვი­დო­ბა თქვენ­და, ჩემო წი­თელ­ფე­ხე­ბა, თეთ­რგუ­ლა მტრე­დე­ბო” – წერს ბელა ალა­ნია.

კომენტარები

სხვა სიახლეები