“აქ სოციალიზმი უკვე აშენებულია” – ფიდელ კასტრო 1963 წელს საქართველოში იმყოფებოდა

 კუბის რევოლუციის ბელადი ფიდელ კასტრო 1963 წელს, საბჭოთა კავშირში ვიზიტის დროს, საქართველოშიც იმყოფებოდა.
ის თბილისში საბჭოთა კავშირის მაშინდელ ლიდერთან, ნიკიტა ხრუშჩოვთან ერთად ჩამოვიდა. კუბის დელეგაციას საქართველოში ჰიდროელექტროსადგურები, ღვინის ქარხნები აჩვენებს და კახეთში სუფრაზე დაპატიჟეს.
ადგილობრივებმა საპატიო სტუმრისთვის სუფრა გაშალეს, რომელსაც „ჩიტის რძეც არ აკლდა“. აქ ყველაფერი იყო – შვლის მწვადები, გოჭები, ხაშლამა, წიწილები ნიორწყალში, ნიგვზით შეკმაზული ალაზნის ლოქო… სადღეგრძელოს წარმოთქმისას, ნიკიტა ხრუშჩოვს ფიდელ კასტროსთვის უთქვამს: „ხომ ხედავ, ფიდელ, ჩვენ სოციალიზმს ვაშენებთ და აქ ის უკვე აშენებულია”.

15171238_1042548445874380_1943103174243908062_n 15181372_1042548449207713_7042237889339651365_n
15267768_1042548535874371_7640872687954888048_n

კომენტარები

სხვა სიახლეები