“აქ ვირუსით, სულ მცირე, 1600 ადამიანი გარდაიცვალა” – რას ყვება ქართველი ემიგრანტი მოსკოვიდან

30 მარტს მოსკოვში კარანტინი გამოცხადდა. როგორც რუსული მედია წერს, ქვეყანაში სიტუაცია კორონავირუსით დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით იმაზე სავალალო ვითარებაა, ვიდრე ამაზე კრემლი ღიად საუბრობს.

მოსკოვში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს, ანა გოგიას “რეზონანსი” ესაუბრა, რომელმაც ისაუბრა იმ რეალურ სიტუაციაზე, რაც დღეს ქვეყანაში ხდება:

„მოსკოვში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა. ორშაბათს სრული კარანტინი გამოცხადდა და გარეთ არავის გვიშვებენ. თავიდან ინფორმაციას მალავდნენ და ამბობდნენ, რომ ჩვენთან კორონავირუსის შემთხვევები არ არისო. ასეთ პაციენტებს თურმე როგორც ჩვეულებრივი გრიპით დაავადებულებს, ისე ასაღებდნენ. მეზობელი მყავს ექიმი და მან მომიყვა, რომ საავადმყოფოებში სრული განუკითხაობააო. არანაირი ტესტები იქ არ კეთდება და ვინ ვისგან დაინფიცირდა ეს ხომ საერთოდ არ იციან. თავად ექიმებიც დაინფიცირებულები არიან. ფაქტობრივად იტალიის და ირანის სიტუაციაა. საავადმყოფოს მედპერსონალს ღიად ამაზე საუბრისგან თავის შეკავებას ურჩევენ და სახლში გზავნიან, რათა თვითიზოლაციაში იყვნენ. ახლა კი ამბობენ, რომ რაოდენობა დაინფიცირებულების ძალიან დიდია და იძულებულები გახდნენ, რომ კარანტინი გამოეცხადებინათ. მაღაზიაში საკვების მარაგები არ არის,  ხალხმა დაიტაცა.

როგორც რუსი ექსპერტები ამბობენ, აქ ვირუსით, სულ მცირე, 1600 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 130-180 ათასი ადამიანი. იძულებულები გახდნენ, რომ ამაზე უკვე ხმამაღლა ისუბრონ“, – აცხადებს გოგია.

წყარო: resonancedaily.com

კომენტარები

სხვა სიახლეები