ძაან რთულია ცხოვრება ამ უდიდესი დილემის გამო:
– ან შრომობ, ღამეებს ათენებ, ფულს შოულობ და ამ ფულის დასახარჯი დრო აღარ გაქვს.
– ან პირიქით, შეეშვები მუშაობას, რომ დრო გქონდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე რესურსი აღარ გაქვს, რომ ეს დრო ისეთ დასვენებას მოახმარო, როგორიც შენ გინდა!
ანუ, ან გაქვს ფული და არ გაქვს დრო, ან გაქვს დრო და არ გაქვს ფული და შესაბამისად ეგეთ დროს ისევ უდროობა გიჯობს…
გამოსავალი რთულია, მაგრამ შესაძლებელი: აქციე შენი ჰობი და სიამოვნება – ბიზნესად. ვგიჟდები მოგზაურობაზე და ამიტომაც ჩემი ბიიზნესი სწორედ მოგზაურობაა. მიყვარს ხალხი, სიტყვით გამოსვლა და ამიტომ ლექციებიც ჩემი სამსახურია, უფრო სწორად საყვარელი საქმიანობა, რომელშიც თან მიხდიან.
მიყვარს კრეატივი, არტი, მრავალფეროვნება და ამიტომ მარკეტერიც ვარ, ჩემი ორიგინალური იდეებისთვის ფრთების შესხმა – კომპანიებს მოგებას უზრდის და ჩემი ანაზღაურებაც იზრდება.
მიყვარს, როცა სიკეთეს ვაკეთებ, როცა ვინმესთვის ჩემთან ურთიერთობა ბედნიერების მომტანია, სწორედ ამას ვაკეთებ რეკლამებითა თუ ჩემი ლამაზი, ფერადი სახლების გაქირავებით.![🤍]()
ჰოდა, ჩემი ყველა საქმიანობა ისედაც ბედნიერება, სიამოვნება და არტია, შესაბამისად ცალკე დასვენებას აღარ ვსაჭიროებ.
რა მაკლია სრული იდილიისთვის? არის რაღაცები და ამასაც მალე გაიგებთ…