აქცია „დავეხმაროთ ევას“ – შორენა ბეგაშვილის ქალიშვილს ორი წლის ბავშვები გვერდში უდგანან

ლევან მენთეშაშვილი შორენა ბეგაშვილის ფეისბუქის გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც ევა ბარბრაქაძის მიძღვნილ აქციაზე წერს და დახმარებისთვის მადლობას იხდის.
„გუშინ, 22 მაისს, ჟურნალ “თბილისელების” ფოტოსტუდიაში, გაიმართა აქცია-ფოტოსესია – “დავეხმაროთ ევას”. ევა ბარბაქაძის დასახმარებლად, უარმავი ადამიანი მოვიდა სტუდიაში, რომლებმაც გადაიღეს ფოტოები, რითიც თავისი წვლილი შეიტანეს ევას გამოჯანმრთელების საქმეში. განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველაზე პატარა მონაწილეებს: ორი წლის ტყუპებს – იბანეს და ანდრიას, და ორი წლის გიგას. ასევე დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჟურნალ “თბილისელების” რედაქციას, რომელთაც სრულიად უსასყიდლოდ დაგვითმეს ფოტოსტუდია და გვერდში გვიდგანან ამ კეთილ საქმეში. ერთად ვაკეთოთ სიკეთე, ერთად დავეხმაროთ ევას,“ – განაცხადა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში ლევან მენთეშაშვილმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები