„აქსისი დიდუბეში“ – გაყიდვები დაიწყო

„აქსისი დიდუბეში“, წერეთლის გამზირის ხმაურიდან მოშორებით, თუმცა მხოლოდ 150 მეტრში, კედიას ქუჩის N10-ში მდებარეობს. ეს არის ხუთი ბლოკისგან შემდგარი საცხოვრებელი კომპლექსი, მოპირკეთებული ბუნებრივი ქვა-ტრავერტინით და აგურით, სადაც ყველა ბინას აქვს აივანი. ფასადზე გათვალისწინებული ხის დარაბები კი შენობას განსაკუთრებულ სითბოსა და სიმყუდროვეს სძენს.
მნიშვნელოვანია პროექტის საყოველთაო ხელმისაწვდომობაც, ერთიანი გადახდის შემთხვევაში, აქსისი მომხმარებელს სპეციალურ შეთავაზებას სთავაზობს – კომპლექსში ერთი კვადრატული თეთრი კარკასის ფასი 1550 ლარიდან იწყება.
აქსისი ასევე გთავაზობთ გადახდის ყველაზე ხელსაყრელ პირობას – ოცი, ოთხმოცი! თქვენ შეგიძლიათ გადაიხადოთ 20% დღეს და 80% ბინის სარემონტო სამუშაოების დაწყებისას, ამ პირობით, შეძლებთ, მხოლოდ თქვენი მცირედი დანაზოგით, შეიძინოთ ბინა “აქსისში”, მშვიდად დაგეგმოთ თქვენი უძრავი ქონების გაყიდვა ახლის დასრულებამდე და გაიუმჯობესოთ საცხოვრებელი პირობები!
„აქსისი დიდუბეში“ მე-5 ბლოკის მშენებლობა 2019 წლის შემოდგომაზე დასრულდება. „აქსისი დიდუბეში“ ეს არის პროექტი, რომელსაც უბანში თანამედროვე არქიტექტურა და მაღალი ხარისხის მომსახურება შემოაქვს. “აქსისი” მობინადრეებს ასევე, კონსიერჟ მომსახურებას სთავაზობს, რომელიც ინფრასტრუქტურის მოვლას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
კომპანია „აქსისი“ ავითარებს გარემოს და ქმნის ქალაქის ახალ რიტმს.

R

კომენტარები

სხვა სიახლეები