აქვს თუ არა ანჯელინა ჯოლის რომანი კომბოჯელ რეჟისორთან (ფოტო)

იმ წელიწადნახევრის განმავლობაში, რაც ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ერთმანეთს დაშორდნენ, ანჯელინას არაერთხელ მიაწერდნენ ახალ რომანებს, მაგრამ არც ერთი მათგანი არ დადასტურებულა. თავად ჯოლი კი აცხადებდა, რომ ჯერ არ არის ახალი ურთიერთობისთვის მზად და ახლა მთელ დროს შვილებს და სამსახურს უთმობს. ამის მიუხედავად, ანჯელინა ბოლო დროს ხშირად ჩნდება საზოგადოებაში და როგორც ინსაიდერები ამტკიცებენ, მას რომანი კომბოჯელ რეჟისორ პრაჩე ლისთან აქვს.
მსახიობთან ახლოს მყოფთა წყაროებზე დაყრდნოთ, ლი მან, „ჯერ მათ მამაჩემი მოკლეს“ ფილმზე მუშაობისას გაიცნო. ცოტა ხნის წინ კი, ახალი რჩეული ჯოლიმ ბავშვებს გააცნო, რომლებთანაც პრაჩმა საერთო ენა მალე გამონახა.
ოფიციალურად პრაჩთან რომანზე ჯოლი კომენტარს არ აკეთებს. სხვები კი ამტკიცებენ, რომ მსახიობი და რეჟისორი უბრალოდ მეგობრები არიან და ჯოლი, რაღაც დროის მანძილზე, კიდევ არ აპირებს ახალი რომანის დაწყებას.

კომენტარები

სხვა სიახლეები