“აქვს ვენახი… დიდი ლამაზი ეზო, სადაც ლიზასთან ერთად ხშირად იღებს სტუმრებს” – როგორ გამოიყურება მიხეილ სააკაშვილის ელიტარული სახლი “ლესნიკებში”
ამ სოფელში კვადრატული მიწის ნაკვეთი 2000 დოლარი ღირს, დასახლებას კი ლესნიკი ჰქვია და კიევიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. სწორედ აქ ატარებდნენ დიდ დროს მიხეილ სააკაშვილი და რადას დეპუტატი ელიზავეტა იასკო.
მიხეილ საააკშვილის დაკავების შემდეგ, ლიზამ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ ის და ლიზა ერთი ოჯახია… წყვილის რომანის შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა, თუმცა ისინი ამ ფაქტს არ ადასტურებდნენ. უფრო მეტიც, მიხეილ სააკაშვილმა ცოტა ხსნის წინ სანდრა რულოვსთან და უმცროს შვილ, ნიკოლოზთან ერთად საბერძნეთში დაისვენა.
სოფელ ლესნიკში აგარაკის მშენებლობა ექსპრეზიდენტმა 2018 წელს დაიწყო. მაშინ ლესნიკი კერ კიდევ არ იყო ისეთი ელიტური დასახლება, როგორც უკრაინაში კონჩა-ზასპაა, მაგრამ ეს ადგილი ნელ-ნელა ივსება მდიდარი კიეველების სახლებით.
ლესნიკში ცხოვრობს უკრაინის ყოფილი ფინანსთა მინისტრი ნატალია იარესკო. აქვე მდებარეობს მომღერალი რუსლანას ეკო-სასახლე მზის პანელებით. მხატვარ სერგეი პოაკორკოვსკის და იუსტიციის ყოფილი მინისტრი რომან ზვარიჩის სახლები.
მიხეილ სააკაშვილის რეზიდენცია ვატუტინის ქუჩაზეა. კართან სამი დროშა ფრიალებს, უკრაინის, საქართველოსა და ევროკავშირის. საცხოვრებელ კომპლექსში შედის ბაღი, ავტოფარეხი და კიდევ პატარა სახლი, სადაც, სავარაუდოდ, მომსახურე პერსონალი ცხოვრობს. სახლთან ყველგან არის კამერები და სპეციალური ნიშნები, რომ „ობიექტი დაკვირვების ქვეშაა“, ხოლო ტერიტორიას ჰყავს დაცვა.
ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, 2017 წელს 10 ჰექტარზე მეტი მიწა პოლიტიკოსის დედამ, გიული ალასანიამ შეიძინა.
უძრავი ქონების ვებგვერდებზე განთავსებული განცხადებების თანახმად, ერთსართულიანი სახლი და 15 ათასი კვადრატული მეტრი მიწა მინიმუმ 450,000 აშშ დოლარი ღირს.
”2016 წელს, როდესაც ოდესიდან გადავედი კიევში და დედამ გაყიდა ჩემი მშობლების სახლი თბილისის ცენტრში და იყიდა პატარა ნაკვეთი კიევის მახლობლად, სადაც დაიწყო ერთსართულიანი სახლის მშენებლობა“,- წერდა სააკაშვილი. მისი თქმით, საცხოვრებელი ფართი 120 კვადრატული მეტრი იყო.
მოგვიანებით პატარა სახლის ადგილას დიდი შენობა გაჩნდა, ეს სააკაშვილის აპარტამენტია, საიდანაც ძალიან უყვარს პირდაპირი ჩართვები. აქვს ვენახი, დიდი, ლამაზი ეზო… ხშირად იღებს სტუმრებს, მასპინძლობს პოლიტიკოსების დელეგაციებს და ცხოვრობს კატასთან ერთად. თუმცა გუშინ გაირკვა, რომ იქ ატარებდა დიდ დროს მისი ოჯახის ახალი წევრი ლიზა იასკო. ფოტოებზე ჩანს, რომ ის და ლიზა სტუმრებსაც იღებდნენ.
მიხეილ სააკაშვილის უკრაინული აპარტამენტი არაერთხელ გამხდარა იქაურ მედიაშიც კი კრიტიკის ობიექტი. ერთი წლის წინ ამ თემაზე ექსპრეზიდენტის დედამ განაცხადა, რომ ქონება რეალურად მას ეკუთვნოდა.
“გამარჯობა, მე მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ვარ. ახლახან გავარკვიე, რომ პაიარკოვმა ისაუბრა სახლზე, რომელიც ჩემ მიერ არის ნაყიდი. ფაქტია, რომ მე ვარ პროფესორი, დამფუძნებელი და პრეზიდენტი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო უნივერსიტეტის – ეს არის „საქართველოს უნივერსიტეტი“, ჩემი ხელფასი დიდი ხანია თვეში დაახლოებით 10 ათასი დოლარია, ასე რომ… მთელი ცხოვრება პატიოსნად ვშრომობ, ისევე როგორც ჩემი შვილი”, – ამბობდა გიული ალასანია ვიდეოში, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ “ფეისბუქზე” გაავრცელა.
როგორც მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, ეს სახლი საუკეთესო რამ არის, რაც მას პოლიტიკაში მოღვაწეობის 25 წლის ისტორიაში გაუკეთებია.
ინტერიერი პასტელის ფერებშია, თუმცა თვალში საცემია აქცენტები, კერძოდ ფერადი ხალიჩა და ცნობილი იტალიელი დიზაინერის, ალესანდრო მენდინის ხელით შექმნილი ულამაზესი სავარძელი.
ეკლექტური ფერთა გამა ლასკუტებით გეომეტრიულ ფიგურებში გარდაიქმნება და ორიგინალურად გამოიყურება. სავარძლის სიგრძე 105 სმ-ია, სიგანე – 93 სმ, საზურგის სიმაღლე 42 სმ. სავარძელი 50 კგ-ს იწონის. ფასი საშუალოდ 14 ათასი ევროა.
წყარო: https://www.ambebi.ge