ბულგარეთიდან, მხატვართა საერთაშორისო პლენერიდან მოწვევა მივიღე… გუშინ ბულგარეთიდან, მხატვართა საერთაშორისო პლენერიდან მოწვევა მივიღე… ძალიან გამახარა ამ ამბავმა და თან ერთი კურიოზი გამახსენა… ვარნის საერთაშორისო პლენერზე რამდენიმე წლის წინ ზედიზედ ოთხჯერ ვიმყოფებოდი… მერე გულის ოპერაცია დამჭირდა და ორი მოწვევა ჩავაგდე… ვერც აღვწერ და არც ამის დროა ახლა, რა ზღაპრულ სიტუაციაში ვცხოვრობთ და ვმუშაობთ მსოფლიოს დაახლოებით 30 მხატვარი… ამას მერე მოგიყვებით… ახლა რაც შეეხება იქაურ ერთ-ერთ კურიოზს… მოკლედ, ვართ მაგარ განცხრომაში და პლოვდიველი მხატვარი, ჩემი კარგი მეგობარი სვეტომირი მე და ორ იტალიელ მხატვარს, კლაუდიოს და პეპეს გვეპატიჟება პლოვდივში, საკუთარ დაბადების დღეზე… კლაუდიო ვარნაში საკუთარი ფურგუნი სახლი – მანქანა რომაა, იმითაა ჩამოსული… გადავწყვიტეთ, წავსულიყავით… საჭესთან კლაუდიო დაჯდა… პეპე „პახმელიაზე“ იყო და დაიძინა… სანამ არ ჩავალთ, არ გამაღვიძოთო… მე კლაუდიომ გვერდით მომისვა…შენ რუსული იცი და გზაში ვიკითხოთ, საით უნდა წავიდეთო… ჩვენი თაობის ბულგარელები სუფთად ლაპარაკობენ რუსულად, მაგრამ, რად გინდა, ჩვევა თუ წესი აქვთ უკუღმართი… როცა უნდათ “არა” გითხრან, თავს პირიქით, გიხრიან რამდენჯერმე და როცა უნდათ, რომ “კი” გითხრან, თავს აქნევენ… ნუ,მოკლედ, პირიქით რაა…მაგარი იდიოტიზმია, მაგრამ რას იზამ, ეგეთი წესი აქვთ…თუ სადმე გზა იყოფოდა, ან გზაჯვარედინი იყო, კლაუდიო ყველგან აჩერებდა როგორც წესი და მე ვკითხულობდი ფრუნზიკასავით: ” პლოვდივ, პრავილნო ედიმ?”… და ყველა თავს გვიქნევდა… თურმე არას იძახდნენ… მე და კლაუდიო ერთმანეთს გაღიმებულები გადავხედავდით და გზას ვაგრძელებდით… ერთი ეგ იყო, ამ ახალ მანქაანს კონდიციონერი გაუფუჭდა, არადა, ივლისის ბოლოა… ვიწვებით, ისე ცხელა… კლაუდიომ ვეღარ გაქაჩა და აღიარა, არ უნდა წამოვსულიყავით, რამსიშორეს ყოფილაო…არადა, რა იცოდა, წინ რა გველოდა… მოკლედ, იტალიელებმა დაიძინეს და მე უბერავ პლოვდივში, ჩემი ჭკუით და ‘საუცხოო” ორიენტაციით… გზადაგზა, მაინც თავს ვიზღვევ და ამ უკუღმართ ბულგარელებს ვეკითხები… “პლოვდივ პრავილნო, ედიმ-მეთქი”,- ისინიც გაღიმებული თავს მიქნევენ… და ასე დაახლოებით ოთხი საათის მერე ვხედავ ხიდს უზარმაზარი ასოებით აწერია: “ვარნა”. არ ვიცი, ეს ოთხი საათი სად ვიარეთ და ისევ ვარნაში კი დავბრუნდით … ოღონდ ქალაქის მეორე მხრიდან… კარგი ხალხია ეს იტალიელები… ვიფიქრე, არ მომკლან, რომ გაიღვიძებენ-მეთქი და კინაღამ დაიხოცნენ, იმდენი იცინეს… ერთი ეგ არის, აქამდე ”პატრიკს” მეძახდნენ და იმ დღის მერე “შტურმანი” შემარქვეს…
ავტორი: პაატა მძინარიშვილი