“აფხაზეთის ომმა ვერაფერი უქნა და კორონავირუსი რას უზამს” – 70 წლის ინფიცირებული პაციენტი ბოქსირებული განყოფილებიდან (ვიდეო)
სოციალურ ქსელ Facebook–ის მომხმარებელი, გიორგი ღვინჯილია ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 70 წლის მამის ვიდეოს აქვეყნებს, რომელიც სამედიცინო დაწესებულების ბოქსირებულ განყოფილებაშია გადაღებული.
Covid-19–ით მამაც და შვილიც ინფიცირებულია, თუმცა ისინი თავს კარგად გრძნობენ და ხუმრობის ხასიათზეც არიან.
ახალი კორონავირუსი – Covid-19 მსოფლიო პანდემიად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 11 მარტს გამოაცხადა.
დღეის მდგომარეობა საქართველოში ასეთია – სულ ინფიცირებულია – 230, გამოჯანმრთელებული – 52, გარდაცვლილი – 3.
მსოფლიოს მასშტაბით – სულ ინფიცირებულია – 1,607,595 ადამიანი, გარდაცვლილია – 95,785 ადამიანი, გამოჯანმრთელებულია – 357,146.