აფხაზეთიდან დევნილ 32 წლის ნიკოლოზ ღვინჯილიას სასწრაფოდ გულის გადანერგვა სჭირდება

ნიკოლოზს ოპერაციისთვის 100 000 ევროა საჭირო. მისი დიაგნოზი დილატაციური კარდიომიოპათია, იმისთვის რომ სიცოცხლე შეძლოს, ესაჭიროება ძალიან მალე გულის გადანერგვა. „რეგიონულ კვირას“ ნიკოლოზის და ეკა ღვინჯილია უყვება, ყოლვედღიურად მძიმდება ძმის მდგომარეობა. ამხელა თანხის მობილიზებას კი ძალიან დიდი დრო დასჭირდება. სწორედ ამიტომ ყველას თხოვნით მოგმართავთ გავერთანდეთ ნიკოლოზისთვის. „ ჩემი ძმის დიაგნოზი დილატაციური კარდიომიოპათია,ანუ გულის მწვავე უკმარისობა.

გამოჯანმრთელების ერთადერთი გზა არის გულის გადანერგვა,გადანერგვას ვიცით რომ გარკვეული დრო სჭირდება,თანხა რა თქმა უნდა და შესაბამისი დონორის ლოდინი.ნიკას მდგომარეობა ჯერ ჯერობით არ გვაძლევს იმის საშუალებას რომ დონორს მშვიდად ველოდოთ გარკვეული დრო.ამიტომ სიცოცხლის გასახანგრძლივებლად შესაძლოა დაგვჭირდეს გულის პარკუჭის დამხმარე აპარატის ჩადგმა.საჭირო თანხა 100 000 ევროა,ჩვენ ამ ეტაპზე შევძელით 112 ათასი ლარის მოგროვება,ეს არის მხოლოდ შემოწირულობები” , – გვიყვება ეკა. ოჯახი რუსთავში ქირით ცხოვრობდა.

მანამ სანამ ნიკოლოზს შეეძლო მუშაობა და ქირის ფულის გადახდა. ახლა ყველა ოჯახის წევრი უმუშევარია. კეთილმა ადამიანებმა თბილისში ყოველგვარი ქირის გარესე დაუთმეს სახლი და დროებით სხვის სახლში ცხოვრობენ. „ბინას რაც შეეხება,ჩვენ ვცხოვრობდით რუსთავში ქირით და ამ ქირას იხდიდა ნიკა თვითონ სანამ მუსაობდა.ავადმყოპობის შემდეგ გადმოვედით თბილისში ახლობლის ბინაში ვართ,კეთილმა ადამიანებმა დაგვითმეს დროებით რომ ქირა არ ვიხადოთ და ვერც გადავიხდით რათქმაუნდა.ნიკა ვერ მუშაობს,მე დავანებე სამსახურს თავის იმიტომ რომ მის გვერდით ვიყო.დედა გვყავს,რომელიც ისედაც არ მუშაობდა, მამა ახალგაზრდა გარდაგვეცვალა “ , – გვითხრა ეკა ღვინჯილიამ .

საქართველოს ბანკი : GE46BG0000000162446658 #GE46BG0000000162446658 თბს ანგარიში: GE85TB7118045061100049 #GE85TB7118045061100049 თანხის ჩარიცხვა უცხოურ ვალუტაში: თანხის ჩარიცხვა USD: SWIFT : SITIUS33 ბანკის კოდი: თიბისი: TBCBGE22 საქართველო : BAGAGE22 თანხის ჩარიცხვა EUR: SWIFT: COBADEFF ბანკის კოდი: თიბისი : TBCBGE22 საქართველო : BAGAGE22 მიმღები : ეკატერინე ღვინჯილია T : 579800990 PayPal : Eka_gvinjilia@mail.ru

კომენტარები

სხვა სიახლეები