ვოდაბე (Wodaabe) პატარა აფრიკული ტომია, რომელიც ფულანის ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნება. მათი რაოდენობა 100 000-ს არ აღემატება და, ძირითადად, ნიგერიის, ნიგერის, კამერუნის, ჩადისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ტერიტორიებზე ცხოვრობენ.
ტომის წარმომადგენლები, ძირითადად, გარე სამყაროსგან იზოლირებულები არიან, რამაც მათი საუკუნეების წინანდელი კულტურა და ტრადიციები შემოუნახა.
ვოდაბეს ტომის წევრები, ძირითადად, მესაქონლეობას მისდევენ. ისინი ადგილობრივ აფრიკულ მსხვილფეხა საქონელს – ზებუს უვლიან და საძოვრების სიმცირის გამო მომთაბარე ცხოვრებას ეწევიან.
პირუტყვს ტომის ცხოვრებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს
რელიგია და კულტურა
ტომის წარმომადგენელთა უმრავლესობა მუსლიმები არიან. მათ ისლამი მე-16 საუკუნეში მიიღეს. აუცილებელია, აღნიშნოს, რომ ისლამი მათ ტრადიციულ წარმართულ რიტუალებს შეერწყა და მათი დღევანდელი რელიგია ერთგვარ ნაზავს წარმოადგენს.
ნაყოფიერების ფესტივალი
ქალი-მოსამართლეები ირჩევენ კაცებს, რომლებსაც ყველაზე მიმზიდველად ჩათვლიან, რათა ღამე მასთან გაატარონ ან ცოლად გაჰყვნენ.