აფრიკული ტომის – მურსის საქორწინო ტრადიციების ინტიმური დეტალები (ფოტოკოლაჟი)
აფრიკული ტომი მურსი სიკვდილის დემონს ეთაყვანება. მათი მოსაზრებით, ეს დემონი ყოველ ადამიანში ცოცხლობს. მურსის ტომს მთელ აფრიკაში სამართლიანად მიიჩნევენ ყველაზე სასტიკ მკვლელად. თუმცა მარტო ამან არ გახადა ეს ტომი განთქმული მთელ მსოფლიოში. ის, რასაც აკეთებენ მურსის ტომის ქალები საკუთარ ქვედა ტუჩთან – დაუჯერებელია.
საუბარი ხომ ორგანიზმის ფუნქციონალურ ნაწილზეა. ტუჩის გაწელვა საკვების მიღებას უშლის ხელს. სახის კუნთოვანი სისტემის დარღვევა სერიოზული მოუხერხებლობის და პრობლემების შექმნაა. რატომ აკეთებენ ამას? საქმე ისაა, რომ ტუჩის გაწელვის რიტუალი მურსის საქორწინო ტრადიციის ნაწილია.
როდესაც გოგონა ზრდასრულ ასაკს მიაღწევს, მას ქვედა ტუჩს უხვრეტენ და თავდაპირველად წვრილ ჯოხს ურჭობენ, შემდეგ საცობს და ასე შემდეგ. როდესაც ტუჩში დისკის ჩადგმის დრო მოვა, პოტენციურ დედოფალს წინა ქვედა ოთხ კბილს უღებენ. ასეთი სახის პირსინგის გაკეთება მურსის ტომში – ნებაყოფლობითია. გოგონას არავინ აძალებს, დროზე ადრე გაიზარდოს. თუ მან გადაწყვიტა, რომ გათხოვების დროა, მას ტუჩს უწელავენ და საქორწინო ვაჭრობისთვის ამზადებენ. თუკი ტუჩი უცვლელ მდგომარეობაშია, ესე იგი, გოგონა ჯერ მზად არ არის. ასე მას სიბერემდეც შეუძლია ცხოვრება. თუმცა, ოჯახის, კეთილდღეობის და გარშემომყოფთა პატივისცემის გარეშე. მურსს ტომის ქალები მათი მეუღლეების სიამაყის გამოვლინებაა. ქალის ტუჩში ჩადგმული თეფშის ზომის მიხედვით ტომში მისი ქმრის წონის გარკვევაა შესაძლებელი. ფოტოების მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მათ შორის ნამდვილი „მულტიმილიონერებიც“ გვხვდებიან.