„აუცილებლად უნდა გაიაროთ“ – პორტუგალიაში მსოფლიოში ყველაზე დიდი ხიდი ააშენეს
ჩრდილოეთ პორტუგალიაში, სოფელ აროკას მახლობლად, მსოფლიოში ყველაზე გრძელი, დაკიდული საფეხმავლო ხიდი აშენდა. მისი სიგრძე 516 მ-ია.
ხიდი, სახელწოდებით – “516 აროკა” მდინარე პაივაზე მოეწყო. კონსტრუქცია ფოლადის ბაგირებზეა დაკიდული. მშენებლობას დაახლოებით ორი წელი დასჭირდა და 2,3 მილიონი ევრო დაჯდა.
ხიდის ოფიციალური გახსნა კვირას, 2 მაისს იგეგმება.
“ვიმედოვნებ, ეს ჩვენი რეგიონის მთავარი ღირშესანიშნაობა გახდება და შესაძლებლობა მოგვეცემა, ტურისტები მოვიზიდოთ. ამ საოცარ ხიდზე აუცილებლად უნდა გაიაროთ, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ჩემსავით თავბრუ დაგეხვევათ”, – განუცხადა ადგილობრივ მედიას აროკას მერმა, მარგარიტა ბელემიმ.
აღსანიშნავია, რომ “516 აროკამ” 4-წლიანი მსოფლიო რეკორდი მოხსნა. დღემდე ყველაზე გრძელ დაკიდულ ხიდად შვეიცარიის შარლ კუონენის ხიდი ითვლებოდა. ის მატერტალიის ხეობის აღმოსავლეთ ნაწილში, სოფელ რანდას მახლობლად მდებარეობს. მისი სიგრძე 494, ხოლო ხიდის ხეობის სიღრმე 85 მეტრია.