აუგებენ თუ არა წესს თერჯოლაში გარდაცვლილ 11 წლის მოზარდს? – სასულიერო პირის კომენტარი

აუგებენ თუ არა წესს თერჯოლაში გარდაცვლილ 11 წლის მოზარდს, ჯერჯერობით უცნობია.

სასულიერო პირები ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან, რადგან გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

თერჯოლა-ტყიბულის ეპარქიის მეუფე გიორგი შალამბერიძე “რუსთავი 2-თან” საუბარში აცხადებს, რომ თუ მოზარდმა თავი მოიკლა, მას წესს ვერ აუგებენ და ვერც გამონაკლისს დაუშვებენ.

“არ ვიცი ამის შესახებ, ჩემთვის არ მოუმართავთ. აუცილებლად დავავალებ მამაოს ამ საკითხის გამოკვლევას, ვიმსჯელებთ, თუ ბავშვმა თავი მოიკლა, წესს ვერ გამორიცხულია, ეს ღვთის გმობაა. არ გვაქს უფლება, ვერც გამონაკლისს დავუშვებთ, ღმერთს გამონაკლისები არ აქვს, ზუსტად მოქმედებს. ვერც მოზარდის შემთხვევაში ექნება.

11 წლის ბავშვი გაუაზრებელია? ჩვენ შეგვიძლია ცოდვები მივუტევოთ, სხვა მხრივ დაუშვებელია. გამონაკლისს ვუშვებთ ავადმყოფობის შემთხვევაში, თუ ექიმის ცნობა იქნება, სხვა მხრივ არაა,”-განაცხადა მეუფე გიორგიმ.

კომენტარები

სხვა სიახლეები