ასტროლოგი: საქართველოში მდგომარეობა 27-29 აგვისტოს მერე უნდა ჩაწყნარდეს, რაც ვთქვი პროგნოზებში, ყველაფერი ასრულდა

“27 – 29 რიცხვის მერე ცოტა უნდა ჩაწყნარდეს მდგომარეობა საქართველოში. რაც ვთქვი პროგნოზებში, ყველაფერი ასრულდა”, – ამის შესახებ ასტროლოგი თორნიკე ბიძინაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
მისივე თქმით, ცხოვრება ყირამალაა მოწყობილი და დაფასებულია ის, ვინც დიდი ხნის მკვდარია. ასტროლოგის განცხადებით, მდგომარეობის გსაუმჯობესებლად, აზროვნების ტრანსფორმაცია, ღირებულებების გადაფასება და მენტალობის შეცვლაა საჭირო.
“არ მიყვარს ხალხის დაშინება. რაც უნდა ვთქვა, მაინც აზრი არა აქვს – არავინ გაითვალისწინებს და რაღაზე აგაფორიაქოთ, იმ წუთს ხომ მშვიდად ხართ. ეგაა ჩვენი პროფესია. სანამ ასტროლოგს დააფასებთ, ბევრი დრო გადის და როგორც არის ხოლმე, მერე ყველაფერი გვიანაა. შეიძლება დაფასდეს ის, ვინც დიდი ხნის მკვდარია. ეს ცხოვრება ყირამალაა აწყობილი და მომართული. როცა ყველაზე დიდი ტყუილი ყველაზე დიდი სიმართლეა, როცა პატივსაცემ ადამიანს პირში აგინებენ და აფურთხებენ, როცა მავნე სიცრუე ყველაზე დიდი სისხლით დასაცავი სიმართლეა, როცა მოგონილი ცოდვები სისტემაზე მორგებული მავნე კანონებია, როცა ყველაზე დიდი მავნებელი ყველაზე მართალი და დასაფასებელი კაცია, რა გინდა რომ ქნა, როცა ეშმაკის სამყაროში მოდიხარ, სადაც ღმერთის ადგილი აღარ არის?! რისი ღირსებიც ვართ, ის მოგვდის. ამიტომ ვიძახდი და ვიძახი, რომ საჭიროა ჩვენი აზროვნების ტრანსფორმაცია, გარდაქმნა, ღირებულებების გადაფასება და მენტალობის შეცვლა. აქ პოლიტიკაც და სახელმწიფოებრივი როლიც უმთავრესია. სწორედ მათზეა დამოკიდებული ერის განათლება, სოციალური მდგომარეობა. სოციალურად გაჭირვებული ერს ახასიათებს გაბოროტება, შური და ბოღმა, სტრესები და სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი. რა უნდა ეშველოს საქართველოს? რა დაგვრჩა 1992 წლის საქართველოდან ან რა გვქონდა ? დამოუკიდებლობა ? – ეგეც დიდი ხანია დავკარგეთ. თუ გონზე არ მოვალთ, ერი გადაშენდება, პროცესი უკვე დაწყებულია !”,- წერს თორნიკე ბიძინაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ მზის დაბნელებასთან დაკავშირებით, ასტროლოგმა, თორნიკე ბიძინაშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა, რომ მისი ნება, რომ იყოს, ამ პერიოდს 23 აგვისტომდე უქმეებად გამოაცხადებდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები