ასტროლოგი საზოგადოებას აფრთხილებს არ აჰყვნენ ცდუნებებს – პირველ აპრილს ახალმთვარეობაა

ასტროლოგი, მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას მძიმე კვირის შესახებ აფრთხილებს და პირველ აპრილს ურჩევს არ აჰყვნენ ცდუნებებს, პროვოკაციებს.

მისი თქმით, აპრილი რთული გამოწვევებით იქნება სავსე, თუმცა, საკუთარი თავის კონტროლია საჭირო.

„ახლა დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია, თუმცა, პარასკევს, პირველ აპრილს ახალმთვარეობაა ვერძის ზოდიაქოში, ესაა მზისა და მთვარის შეერთება, რომლებიც ერთმანეთთან მაინცდამაინც არ მეგობრობენ. ამიტომ შეერთება ვერძში ეს არის ზედმეტი ემოციები, იმპულსები, აგრესიული გამოვლინებების, ცდუნებების, პროვოკაციების გამოვლინებების ტენდენცია.

მაღალია ჯანმრთელობის გაუარესების ალბათობა, თავის ტკივილები, ვერძის სუსტი ზონაა თავი და სისხლძარღვოვანი სისტემა. ამიტომ შეიძლება ამ მხრივ პრობლემები იყოს და ვერ გაიგოს, რატომ აქვს თავის ტკივილის პრობლემა.

პირველ აპრილს შეგვიძლია რიტუალის გაკეთება, რომელიც უკავშირდება ფულს. ფული ახალ მთვარეს აჩვენეთ. ფინანსების მოზიდვა სწორედ ამ გზით ხდება“, – აცხადებს ასტროლოგი.

კომენტარები

სხვა სიახლეები