ასტროლოგი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს

ასტროლოგი სოფია ბზეკალავა მნიშვნელოვანი პერიოდის შესახებ საუბრობს და აფრთხილებს მათ, ვინც ახალი საქმის დაწყებას აპირებს.

„მეგობრებო, მათ გასაგონად ვამბობ, ვინც ახალი საქმის წამოწყებას გეგმავს, მნიშვნელოვან შეხვედრას ან გადაწყვეტილების მიღებას აპირებს. 23 მარტიდან დაახლოებით 17 აპრილის ჩათვლით, პლანეტა მერკური ხდება რეტროგრადული, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში რთულდება კომუნიკაცია, ძნელად ან საერთოდ არ გამოდის ახალი საქმეები, ადამიანებს უჭირთ ერთმანეთის გაგება და გეგონება “ჩინურად” ესაუბრებიან ერთმანეთს :)) მატულობს ინფორმაციის არასწორად მიღება-გადაცემის ალბათობა, არ არის გამორიცხული მცდარი ინფორმაციის მიღება, რაც სამომავლოდ თავად თქვენაც მცდარ გზაზე დაგაყენებთ. ზოგადად, არ არის კარგი პერიოდი მნიშვნელოვან დოკუმენტებზე ხელის მოსაწერად და კარდინალური გადაწყვეტილებების მისაღებად. გამოვა, უფრო სწორად, “გაცოცხლდება” ის საქმეები და თემები, რომლებიც წარსულში დაკონსერვდა და დაპაუზდა. ამიტომ უკვე დაწყებულ პროექტებს დაუბრუნდით, დაუსრულებელი საქმეები დაასრულეთ. თუმცა მანამ, სანამ მერკური რეტრო-მოძრაობაზე გადავა, ამ წელს, მარტის თვეში არის ერთი ძალიან მომგებიანი და წარმატებული დღე – კერძოდ 22 მარტის საღამოს შვიდი საათიდან 23 მარტის საღამოს ხუთ საათამდე. ასე რომ, ამ პერიოდში იაქტიურეთ და “დაიჭირეთ კუდით იღბალი” :))) წარმატებულ კვირას გისურვებთ“.

კომენტარები

სხვა სიახლეები