ასტროლოგიურ-ეზოთერული ცენტრი – 2018 წლის ვრცელი პროგნოზი

მიმდინარე წლის 24 დეკემბერს „გარდენ ჰოლლში“ ასტროლოგიური საღამო გაიმართა, სადაც მსმენელების წინაშე ასტროლოგები წარსდგნენ, რომლებმაც მოხსენებები წარმოადგინეს.
წარდგენილ თემებში ვრცლად იყო განხილული მომავალი წლის ტენდენციები.
ასტროლოგმა გიორგი გარბერმა სტაციონალური პლანეტების ტრანზიტული ასპექტები, მისი გავლენა გარემოზე და სოციუმზე, წარადგინა.
ლია ბარათაშვილმა 2018 წლის ტენდეციები რეტროგრადული პლანეტები, მზის და მთვარის დაბნელებები განიხილა.
თორნიკე ბიძინაშვილმა კი, მოხსენება პლანეტა ურანის 7 წლიან ციკლზე – კუროს ზოდიაქოს ნიშანში წარადგინა.
პირველი ნაწილში, ასტროლოგმა ლია ბარათაშვილმა სატურნისა და ურანის ტრანზიტებზე ისაუბრა:
„არ დავარღვევ ტრადიციას და დავიწყებ პროგნოზს ყველაზე ნელი ასტროლოგიური ფაქტორებით- უმაღლესი პლანეტების განხილვით.
ჩვენ გველოდება მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა – ურანის გადასვლა კუროში. ურანი იცვლის ნიშანს 7 წელიწადში ერთხელ. ეს არის მთავარი მნიშვნელოვანი მოვლენა 2018 წლის- რევოლუციების, ინოვაციების, ტექნიკური განვითარების. პლანეტა გადადის კუროში, რომელიც სიმბოლიზირებს სტაბილურობას, მატერიასთან ურთიერთობას. 15 მაისს ურანი გადავა კუროში, შემდეგ ნოემბერში ის დაბრუნდება ვერძში, და შემდეგ 2019 ის ისევ შევა კუროში და გააგრძელებს თავის გზას. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ურანი დაბრუნდება ვერძში, ის იმოძრავებს კუროს სიახლოვეს და მას მაინც ექნება უშუალო გავლენა კუროს თემებზე.
ურანი, როგორც უკვე აღვნიშნე, არის რევოლუციური ცვლილებების, ტრადიციული ხედვების დანგრევის, საზღვრებიდან გასვლის პლანეტა. დივიაცია – ყველაზე შესაფერისი სიტყვაა ურანისთვის. ზოგჯერ იმისთვის, რომ გავიდეთ საზღვრებიდან, გვიწევს ამ საზღვრების დანგრევა, იმ სტრუქტურების დანგრევა, რომელიც „სამუდამოდ“ იყო აშენებული. მაგრამ ურანი ყოველთვის ანგრევს იმას, რაც უკვე მოძველდა, რაც არ არის სიცოცხლის უნარიანი, რაც ხელს უშლის პროგრესს, ანგრევს იმისთვის, რომ ამ ნანგრევებზე შემდეგ აიგოს ახალი, პროგრესული „შენობა“. ამიტომაც ურანი დაკავშირებულია განვითარებასთან, ინოვაციებთან. რა თქმა უნდა, ურანის პროგრესულობა არ გამორიცხავს იმ დესტაბილიზაციის პროცესებს, რომლებიც ყოველთვის თან ახლავს ნებისმიერ ცვლილებებს.
საზოგადოებაში ურანი მართავს ისეთ სფეროებს, როგორიც არის ავიაცია, კოსმონავტიკა, ფიზიკა, ასტრონომია, ასტროლოგია, ელეკტრონიკა, კომპიუტერები, ინტერნეტ და სხვა ნებისმიერი კავშირები
ამ დროს კუროსთან დაკავშირებულია ჩვენი ცხოვრების ყველაზე სტაბილური, უცვლელი ტენდენციები: საკუთრება და მატერიალური ფასეულობების შექმნა, მატერიალური და არამატერიალური რესურსები, ჩვენი ცხოვრების ყველაზე სტაბილური ნაწილი, რასაც ვქმნით უშუალოდ მატერიაში, და რა თქმა უნდა, ის ფინანსური სიტუაცია, რომელშიც ჩვენ ვარსებობთ.
ურანის შესვლა ასეთ სტაბილურ და ნაყოფიერ ნიშანში, ერთის მხრივ, ნიშნავს იმას, რომ გახდება შესაძლებელი დავნერგოთ ყველაზე ნოვატორული იდეები. მეორეს მხრივ, ურანი რევოლუციური პლანეტაა, მისი მოქმედება ჰგავს დენის დარტყმას, ელვას და ის, რა თქმა უნდა, შეაზანზარებს კუროს, შეცვლის ჩვენს ფასეულობების სისტემას, შეცვლის ყველაფერს, რაც ეხება მატერიალურ საკითხებს, ფინანსებს, გვაიძულებს, რომ შევცვალოთ მიდგომები არა მარტო მატერიის მიმართ, არამედ ყველაფრის მიმართ, რაც გვეჩვენებოდა უცვლელად.
მაგრამ ურანი უმაღლესი პლანეტაა, და უმაღლესი პლანეტები პირად დონეზე არ მუშაობენ, უფრო სწორედ მათ ესაჭიროება განსაკუთრებული პირობები, რომ იმუშაონ პირად დონეზე. რაზეც ვსაუბრობდით ზემოდ ძირითადად ეხება გლობალურ, მსოფლიო პროცესებს: ახალი ტექნოლოგიების დანერგვას ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე ბუნების რესურსების გამოყენებას. ზუსტად ეკოლოგია და რესურსები გახდება მთავარი საფიქრალი მსოფლიო საზოგადოების. შესაძლებელია, რომ გარემოს დაბინძურებამ, ეკოლოგიურმა კატასტროფებმა, რესურსების გამოფიტვამ (რაც უკვე მომხდარია) აიძულოს მსოფლიო საზოგადოება შეხედოს ამ საკითხებს არატრადიციულად და მიიღოს შესაბამისი ზომები. პოზიტიური ტენდენციებიდან – რეფორმები სოფლის მეურნეობის, გეოლოგიის, სასურსათო, ვაჭრობის, ფინანსური სტრუქტურების, ეკონომიკის სფეროებში. სავარაუდოდ, ელექტრონული ვალუტის, ელექტრონული კომერციის განვითარება.
პირად დონეზე ურანის გადასვლა კუროში შეეხება იმ ადამიანებს, ვისაც კუროს, მორიელის, ლომის და მერწყულის პირველ 3-4 გრადუსში ყავს მნიშვნელოვანი ობიექტები. ურანს ხშირად მოაქვს ძველისგან გათავისუფლება, თავისუფლების სურვილი, ახალი ცოდნა, ახალი ინტერესები და ნუ შეეწინააღმდეგებით ამ ცვლილებებს. ძველ სიტუაციებს შეხედეთ ახლებურად.
2017 წლის დეკემბრიდან სატურნი გადავიდა თხის რქაში და 3 წელი იქნება ამ ნიშანში. სატურნთან დაკავშირებულია ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევები სოციუმში, ყველაზე დიდი ამოცანები და პროექტები, ან ყველაზე დიდი დაბრკოლებები და შეზღუდვები. მე შევეცდები ავხსნა რა შემთხვევაში იმუშავებს სატურნი პოზიტიურად და რა შემთხვევაში ნეგატიურად.
სატურნი თხის რქაში ეხება ისეთ თემებს, როგორიც არის ჩვენი პროფესიული მიღწევები, ჩვენი სტატუსი, უძრავი ქონება, ჩვენი ურთიერთობა სახელმწიფოსთან, სტრუქტურებთან, უფროსებთან, უფროს ადამიანებთან და მშობლებთან. გვექნება ამ თემებში პრობლემები თუ არა?
სატურნს, ისევე როგორც ყველა პლანეტას, გააჩნია თავის მოძრაობის დიდი და პატარა ციკლები. სატურნის დიდი ციკლი არის 29,5 წელი, ამ დროში ის შემოივლის მთელ ზოდიაქოს. მაგრამ ამას დღეს არ შევეხებით.
სატურნის წლიური ციკლი იწყება მზე-სატურნის შეერთებით. ზუსტად ეს შეერთება განსაზღვრავს სატურნის გავლენის ხასიათს მთელი წლის განმავლობაში. ეს შეერთება მოხდება 21.12.2017წ. თუ ამ თარიღის მიდამოებში (+- 1,2 კვირა) ჩვენ გვექნება ახალი გეგმები ჩვენი სოციალური რეალიზაციის, ახალი პროექტები, ასაკიდან გამომდინარე ეს შეიძლება პროფესიის შეძენის თემები იყოს, შეიძლება ბიზნესის, ან უძრავი ქონების და ასე შემდეგ- ეს ნიშნავს, რომ თქვენ პოზიტიურად იღებთ სატურნის პრინციპებს, სატურნის ენერგიებს. აქ არ არის აუცილებელი, რომ რამე იყოს დაწყებული, საკმარისია ჩანაფიქრის სახით, გეგმის სახით იყოს გამოხატული.
თუ ამ დროს ჩვენი ყურადღების ფოკუსში იქნება პრობლემები და შეზღუდვები, დეპრესია და არ გვექნება მინიმალური საქმიანი გეგმა, მაშინ ამ ციკლის კულმინაციაზე მივიღებთ შესაბამის შედეგებს. ციკლის კულმინაცია იქნება 25.06.2018. ეს ოფიციალური თარიღია, როცა მზე ჩაუდგება სატურნს ოპოზიციაში. სინამდვილეში კი შედეგების მიღებას დავიწყებთ უკვე 19 აპრილიდან 7 სექტემბრამდე, როცა სატურნი გახდება რეტროგრადული, ზუსტად ამ პერიოდში უნდა მივიღოთ წინა პერიოდის შრომის და მუშაობის შედეგები, უნდა მივიღოთ ცლილებები იმ საკითხებში, რომელიც ჩაისახა ციკლის დასაწყისში. და ეს ცვლილებები მოითხოვენ მაღალ პასუხისმგებლობას, თვითშეზღუდვას, თვითდისციპლინას.
შესაძლებელია თუ არა, რომ ცვლილებები იყოს ნეგატიური? იმ ადამიანებისთვის, ვინც იციკლება პრობლემებზე, ვინც ჩადო დესტრუქციული პროგრამები ციკლის დასაწყისში, ვისაც არ შეუძლია მიზანმიმართული სიარული – შესაძლებელია – კრიზიცები, დანაკარგები, იძულებითი შეზღუდვები. დანარჩენ შემთხვევებში, თუ სატურნის პრინციპები იყო აღქმული ისე, როგორც სატურნს შეეფერაბა, ცვლილებები არ უნდა იყოს ნეგატიური, თუმცა პერიოდი არის დამღლელი, ვინაიდან გიწევს ბევრი მუშაობა. მაგრამ იცი რისთვის მუშაობ – იმისთვის, რომ მიიღო კონკრეტული შედეგები“,- განაცხადა ლია ბარათაშვილმა.
მეორე ნაწილში კი საუბარი შეეხო 2018 წელს მოსალოდნელ დაბნელებებს:
„რა თქმა უნდა, წლის განმავლობაში მოქმედებს ბევრი ასტროლოგიური ფაქტორი. მაგრამ ძალიან ზოგად და ცენტრალურ მიმართულებებს საზოგადოებაში გვიჩვენებეს კვანძების მდგომარეობა. თითქმის მთელი 2018 წელი მთვარის კვანძები იქნებიან ლომი-მერწყულის ღერძზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ცხოვრების მთავარი ცვლილებები დაკავშირებული იქნება ზუსტად ამ ნიშნებთან, კერძოდ თვითრეალიზაციის, საკუთარი პოტენციალის გახსნის თემებთან. ეს თემა ახალი არ არის ჩვენთვის. კვანძების ღერძი ლომი-მერწყულის ღერძზე 2017 წლის ზაფხულში გადავიდა და ალბათ ყველას გახსოვთ აგვისტოს დაბნელებების პერიოდი, როცა კვანძების თემა განსაკუთრებული სიკაშკაშით გამოვლინდა. ვინც არ იცის, ვიტყვი, რომ დაბნელებები ხდება ყოველთვის კვანძების სიახლოვეში და შესაბამისად ზუსტად დაბნელებების პერიოდში (უკვე ერთი თვით ადრე) აქტუალიზირდება იმ ზოდიაქალური ღერძის თემა, სადაც მდებარეობენ კვანძები. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ღერძი- არის ისარი, რომელიც გვიჩვენებს მთავარი ცვლილებების მიმართულებეს ჩვენს ცხოვრებაში.
და აქ აუცილებელია იმის ახსნა, რომ კვანძების გავლენა ჩვენზე ხდება 2 ძირითად დონეზე. ეს გავლენები დაკავშირებულია იმასთან, ცნობიერების რა დონეზე დგას ადამიანი, როგორ აცნობიერებს თავის როლს ამ ცხოვრებაში. თუ ადამიანი ცხოვრობს მხოლოდ იმ დონეზე, რომელიც განპირობებულია მისი ფიზიოლოგიით, მაშინ კვანძების ადგილმდებარეობა გვიჩვენებს იმ თემებს, სადაც ადამიანი შეხვდება საბედისწერო სიტუაციებს, უმაღლესი ძალების ნებას, როგორც პოზიტიურ, ასევე ნეგატიურ კონტექსტში.
თუ ადამიანის ცნობიერება მისულია იმ დონემდე, რომ ის თვითონ ქმნის თავის ცხოვრებას, რომ ის თვითონ წყვეტს თავისი ცხოვრების მთავარ მიმართულებებს, მაშინ კვანძების მდგომარეობა გვიჩვენებს იმ სფეროებს, სადაც მას შეუძლია განახორციელოს თავისი მთავარი ჩანაფიქრები, იპოვოს თავისი განვითარების ახალი გზები.
ასტროლოგიაში ნებისმიერი ელემენტების ღერძი ითხოვს პოლუსების დაბალანსებას. რა თემებს შეეხება ლომი- მერწყულის ღერძი, რა თემების დაბალანსება მოგვიწევს 2018 წლის ნოემბრამდე, რა თემებში იქნება ძირითადი ცვლილებები?
პირველ რიგში ეს არის შემოქმედება და თვითგამოვლენა, სიყვარული და საყვარელი ადამიანები, შვილები, თვითშეფასება (ლომი) და ასევე სხვა ადამიანებთან გაერთიანება, თანამოაზრეების ჯგუფები, თანამშრომლობა, ძველი შაბლონებისგან განთავისუფლება, სხვა ადამიანების შეფასების მოთხოვნილება (მერწყული) .
ალბათ უნდა ავხსნა, როგორ გამოიყურება ბალანსის დარღვევა ამ თემებს შორის რეალურ ცხოვრებაში. თუ ადამიანის თვითრეალიზაცია, თვითშეფასება დამოკიდებულია სხვა ადამიანების შეფასებაზე, თუ ადამიანი თავის ცხოვრებაში მთლიანად ორიენტირებული იმ საზოგადოებაზე, რომელშიც არსებობს, მაშინ შესაძლებელია ადამიანმა მიიღოს დარტყმები ამბიციებზე, დაკარგოს ის, რაც ადრე ხელს უწყობდა მის წარმოდგენებს საკუთარი თავის დიდებაზე. ადამიანი, დაეჯახება ისეთ საბედისწერო გარემოებებს, სადაც ის იძულებული გახდება მოიხსნას ნიღაბი და ეძებოს შემოქმედი საკუთარ თავში, ეძებოს ის, რასაც არ ესაჭიროება მტკიცებულება და საზოგადოების მხარდაჭერა.
მეორეს მხრივ, თუ ადამიანი აბსოლუტურად მოწყვეტილია საზოგადოებას, მას არ აქვს კავშირი სხვა ადამიანებთან, მაშინ მისი თვითრეალიზაციის საშუალებები ჩაიბლოკება მანამდე, სანამ ის ვერ გაიგებს თანამშრომლობის საჭიროებას.
შემდეგი თემა, რამდენად დაბალანსებული ვართ სიყვარულის, აღიარების მიღება – გაცემის თემებში. თუ ჩვენი მოტივაციაა მხოლოდ მიღებაა, მაშინ აუცილებლად გვექნება დანაკარგები მანამდე, სანამ არ დავაქვეითებთ ჩვენს პრეტენზიებს.
ასევე სიყვარული და თავისუფლების თემები. ხშირი შემთხვევაა, როცა ერთი ადამიანი ეჯაჭვება მეორეს. ის მზად არის მსხვერპლი გაწიოს ამ ადამიანისთვის, მსხვერპლად შეწიროს თავის თავისუფლება და ამავდროულად მას გააჩნია პრეტენზიები მეორე ადამიანის თავისუფლებაზე. (ეს ხშირად ხდება ოჯახებში, როცა დედა ეუბნება შვილს- მე შენი გულისთვის დამავიწყდა ჩემი ცხოვრება.) ამ შემთხვევაში შესაძლებელია ურთიეთობები შვილთან, ან საყვარელ ადამიანთან დაინგრეს. და პირიქით, თუ ადამიანი ჩაციკლულია საკუთარ თავისუფლებაზე და აბსოლუტურად არ ითვალისწინებს გარშემო მყოფ ხალხს, შესაძლებელია, რომ საერთოს დაკარგოს ეს თავისუფლება ნებისმიერი ფორმით, გახდეს სრულად დამოკიდებული ვიღაცაზე.
და რა თქმა უნდა კვანძების ღერძის თემები ყველაზე აქტუალური ხდება დაბნელებების მიდამოებში. ეს არის იანვარი-თებერვალი 2018 წლის. ამ დაბნელების თემებმა უკვე დაიწყეს შემოსვლა ჩვენს ცხოვრებაში.
პირველი მთვარის დაბნელებაა 31.01 და მეორე მზის-15.02.
ზაფხულის დაბნელებები, ივლისი-აგვისტო 2018 წლის. აქტუალიზაცია დაიწყება სადღაც მაისში. ზაფხულის დაბნელებები იქნება გაცილებით უფრო ძლიერი და კონცენტრირებული, ვიდრე ზამთრის, რადგან აქ მოხდება არა ტრადიციული 2 დაბნელება, არამედ 3. გარდა ამისა, მე ვახსენე, როცა ვსაუბრობდი სატურნზე, რომ ამ პერიოდში მოხდება სატურნის ციკლის კულმინაცია, რაც კიდე ერთხელ გამოკვეთავს ამ პერიოდის მნიშვნელობას.
პირველი დაბნელება იქნება 13.07. ოღონდ უკვე არა მერწყული-ლომის , არამედ კირჩხიბი- თხის რქის ღერძზე. საინტერესო არის ის, რომ თვითონ კვანძები ჯერ კიდე დარჩებიან მერწყული-ლომის ღერძზე, მაგრამ დაბნელება მოხდება გვერდით ნიშანში. ეს ნიშნავს, რომ თუ მერწყული-ლომის თემებზე მოხდა რამე ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში, პოზიტიური, ან ნეგატიური, ეს ცვლილებები გავლენას მოახდენს თქვენი ცხოვრების ფუნდამენტალურ საკითხებზე კერზოდ, ოჯახი, ფესვები, ადამიანები, ვინც ცხოვრობს თქვენთან ერთად, საცხოვრებელი ადგილი, საკუთრება, უძრავი ქონება, მოკლედ ყველაფერი, რაც წარმოადგენს ჩვენთვის ფუნდამენტს, საყრდენ წერტილს. და ასევე ცვლილებები შეეხება ყველაფერს, რაც განაპირობებს ჩვენს ადგილს სოციუმში: სოციალური მდგომარეობა, სტატუსი, პროფესიული მიღწევები, დიდი მიზნები, რომელიც გვაქვს ცხოვრებაში.გაგახსენებთ, რომ ზუსტად ამ თემებზე 2018 წელში იმუშავებს სატურნი. ზუსტად ზაფხულის პერიოდში სატურნია კულმიანაციაში. გარდა ამისა, ამავე პერიოდში, ივლისის მეორე ნახევრიდან სექტემბრამდე, სატურნი შევა ურანთან, რომელიც უკვე კუროში იქნება, ჰარმონიულ ასპექტში. ეს იმას ნიშნავს, რომ ის შედეგები, რომელიც შესაძლებელია ჩვენ უკვე მივიღეთ ჩვენს პრაქტიკულ საქმიანობაში, კარიერაში, პროფესიაში, დიდ გეგმებში, მოგვწემენ საშუალებას გადავლახოთ ძველი საზღვრები ჩვენს პრაქტიკულ და ფინანსურ საქმიანობაში. და ეს იქნება ძალიან პოზიტიური რეალიზაცია არა მარტო სატურნის, არამედ დაბნელებების თემების.
ნეგატიურ ვარიანტში, ის არასასურველი ცვლილებები, რომლების მოხდება ჩვენს პროფესიულ ან სხვა საქმიანობაში ამ პერიოდისთვის,მითუმეტეს დაბნელებების ფონზე, მოგვიტანენ სრულ დესტაბილიზაციას“,- აღნიშნა ასტოლოგიურ საღამოზე ლია ბარათაშვილმა.
მესამე ნაწილში კი ასტროლოგებმა 2018 წელს მოსალოდნელი იუპიტერისა და მარსის ტრანზიტები მიმოიხილეს.
იუპიტერი- პერსპექტივების, შესაძლებლობის და შანსების პლანეტაა. 2018 წლის ნოემბრამდე იუპიტერი დარჩება მორიელის ნიშანში.
მორიელი არ გვაძლევს არაფერს, თუ არ განვიცადეთ სერიოზული შინაგანი ტრანსფორმაცია. მხოლოდ ასეთი ცვლილებების ხარჯზეა შესაძლებელი ახალი პერსპექტივების მიღება როგორც საქმიან სფეროში, ისე პირად ურთიერთობებში. იუპიტერი მორიელში მოითხოვს როგორც შინაგანი წინააღმდეგობების და კრიზისების გადაწყვეტას, ასევე გარეთა წინააღმდეგობების გადალახვას და რესურსების გაცვლას გარე სამყაროსთან. სხვანაირად რომ ვთქვათ, იუპიტერი მოგვცემს წარმატებას მხოლოდ ურთიერთქმედებით, მხოლოდ სხვისი და საკუთარი პოტენციალების შეერთებით და გამოყენებით, სერიოზული ფინანსური საკითხების გადასაწყვეტად. ყოველ შემთხვევაში ეს საკითხები იქნება ჩვენი ყურადღების ცენტრში.
განსაკუთრებით აქტუალური და გამოვლენილი ეს საკითხები იქნება, როცა იუპიტერი შევა ჰარმონიულ ასპექტში პლუტონთან, რომელიც ყოველთვის გლობალიზირებს ნებისმიერ თემას. ეს მოხდება იანვარში, აპრილში და სექტემბრის პირველ ნახევარში. ზუსტად ამ პერიოდებში მოგვეცემა სხვა მასშტაბებზე გასვლის საშუალებას ბიზნესში, ფინანსებში, სოციალურ და პირად ცხოვრებაში.
ყურადღებით იყავით იანვარში. ამ პერიოდში ახალი შანსები დაიწყებენ შემოსვლას თქვენს ცხოვრებაში, შანსები, რომლებიც მოითხოვენ დიდ ცვლილებებს. რადგან საუბარია არც ისე ჩქარ პლანეტაზეა, ეს ასპექტი უკვე ახლა აქტუალურია და იანვარში მიაღწევს თავის მაქსიმუმს, თებერვალის ნაწილსაც დაფარავს, მაგრამ შედარებით უფრო სუსტად.
მეორეჯერ ეს კავშირი გასწორდება აპრილში, მაგრამ მისი მოქმედება დაიწყება მარტში, და გაგრძელდება მაისის დასაწყისამდე. ზუსტად ამ პერიოდში მაქსიმალურად უნდა გამოვლინდეს იუპიტერი მორიელში. და აქ, სხვა ადამიანებათან ურთიერთქმედებით და თანამშრომლობით, უკვე ძალიან ხილვადად უნდა შემოვიდეს ახალი შესაძლებლობები, ხელმისაწვდომი გახდეს ახალი რესურსები. აქ საუბარია იმაზე, რომ პლუტონი იუპიტერთან ერთად გვაძლევს პროცესების სერიოზულ მასშტაბურობას, სიღმისეულობას და გაფართოებას. მაგრამ, ამასთან ერთად, მოითხოვს ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს ყველა მიმართულებით, გააჩნია თქვენ რა ასაკის ხართ, რა პროფესიის და რა დონეზე ცხოვრობთ. როგორც მინიმუმ ეს არის სერიოზული შინაგანი მუშაობა და სიღმისეული თანამშრომლობა, რომელიც მოგვიტანს მნიშვნელოვან ფინანსურ, პარტნიორულ და საქმიან ცვლილებებს.
მესამეჯერ კავშირი პლუტონსა და იუპიტერს შორის გასწორდება სექტემბერში და აქ უკვე შესაძლებელია საბოლოო შედეგების მიღება.
8 ნოემბერს იუპიტერი ტოვებს მორიელის რთულ თემებს და გადადის მშვილდოსანში, თავის მართვის ნიშანში. და რა თქმა უნდა აქ იუპიტერს უხვად მოაქვს სოციალური რეალიზაციის შანსები, ცხოვრებას მოემატება დინამიკა. მართალია ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, როგორ გავივლით მორიელის პერიოდს და რა პოტენციალით შევალთ მშვილდოსნის თემაში. მაგრამ, ასე თუ ისე, ცხოვრება გახდება უფრო მსუბუქი და დინამიური.
2018 წელი ძალიან გამოკვეთილია მარსიანული ენერგიებით. მარსი ჩვენი პირადი აქტიურობის, ბრძოლის და ქმედების პლანეტაა. მისი იდეალური გამოვლინებაა- ენერგია მიმართული აღმშენებლობაზე. მისი ნეგატიური გამოვლინებაა დიდი ანგარიშით – ბრძოლა სამყაროსთან (სხვა ადამიანებთან), საშიშროება, რომელიც მოდის გარედან ან აბსოლუტური პასიურობა და უმოქმედება.
როგორც სატურნის შემთხვევაში, მარსის ციკლის დასაწყისი უკავშირდება მზე-მარსის შეერთებას, რომელიც მოხდა 2017 წლის ივლისს-აგვისტოში. აქ მნიშვნელოვანია გაიხსენოთ, რა იყო ჩადებული ამ პერიოდში – პირადი აქტიურობა და ქმედება მიზნების მისაღწევად, თუ ბრძოლა და დაპირისპირება გარე სამაროსთან, ან თავდაცვა და პასიურობა.
2018 წლის მაისიდან მარსი იწყებს მსვლელობას თავის კულმინაციის გზაზე, უშუალო კულმინაცია მოხდება 27 ივლისს, სრული გამოსვლა ამ გზიდან – ოქტომბრის შუა რიცხვებში. აქედან მე გამოვყოფდი პერიოდს, როცა მარსი იქნება რეტროგრადულ მოძრაობაში- 27 ივნისიდან 28 აგვისტომდე.
უკვე მაისიდან მარსიანული ენერია, აქტიურობის, ქმედების ენერგია ხდება უფრო კონცენტრირებული. და თუ ციკლის დასაწყისში ჩადებული იყო პოზიტიური ტენდენციები, მიღწევის, საქმიანობის, კონსტრუქციული ქმედების, მაშინ აქ ჩვენ მიუახლოვდებით იმ სიტუაციას, როცა ჩვენი ქმედება, აქტიურობა, მიზანმიმართულება გამოიღებს მაქსიმალურ შედეგებს და მისცემს წინსვლას უკვე დაწყებულ საქმეებს. ანუ, თუ მარსიანული ციკლის ფარგლებში მარსის ენერგია, მიმართული ძალა და მოქმედების ენერგია, იყო გამოყენებული კონსტრუქციულად, ამ პერიოდში ჩვენ შეგვიძლია არა მარტო მივიღოთ გარკვეული შედეგები, არამედ მივცეთ ჩვენს საქმეებს სასურველი მიმართულება, გამომდინარე მანამდე შესულებული სამუშაოდან აღმოვაჩინოთ ახალი პერსპექტივები, მივიღოთ მეტი თავისუფლება ჩვენს საქმიანობაში ვიდრე გვქონდა აქამდე, ვიპოვოთ ახალი საქმიანი პარტნიორები და ასე შემდეგ.
თუ ციკლის დასაწყისში ენერგია იყო დახარჯული მხოლოდ პრობლემებზე და გარე სამყაროსთან დაპირისპირებასზე (ანუ 2017 აგვიტრო) და არა აღმშენებლობაზე, ან იყო ჩადებული აბსოლუტური პასიურობის და უმოქმედების თემები – ამ პერიოდში ძალიან გამწვავდება კონფლიქტები, კრიზისები ან მოვხვდებით სიტუაციებში, როცა იძულებულები გავხვდებით ვიმოქმედოთ. ან შესაძლოა ამ პერიოდში მიატოვოთ ძველი საქმეები და მოულოდნელად შეცვალოთ მიმართულება ცხოვრებაში ან საქმიანობაში, ასეთი განვითარება უკიდურესად ნეგატიურია. ან შესაძლოა ცხოვრებაში შემოვიდეს დესტრუქციული, არაკონტროლირებადი ტენდენციები, რომელიც მოიტანენ სრულ დესტაბილიზაციას. მაგრამ ეს ყველაფერი მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მარსიანული პრინციპები იყო არასწორედ აღქმული და გადმოცემული სამყაროში. მოკლედ ყველა კონფლიქტი, ყველა დესტრუქციული ქმედება ამ პერიოდში გამოვლინდება მაქსიმალურად ნეგატიური სიუჯეტის განვითარების შემთხვევაში.
რეალური საშიშროება ამ პერიოდის (მაისიდან-ოქტომბრამდე) არის ის, რომ მარსიანული ენერგია ძალიან ძლიერია, და როცა ადამიანმა არ იცის მართვა ამ ენერგიის ხდება ყველანაირი ავარიული და ტრავმატული სიტუაციები.
რომ შევაჯამოთ: უშუალო მარსის კულმინაცია მოხდება მერწყულში, ამ პერიოდის ამოცანები მსგავსია ურანს და კვანძების თემების- განახლება და ინოვაცია ჩვენს საქმეებში, პოვნა ახალი სტრატეგიების. ამ ამოცანებს ან ჩვენ თვითონ ვასრულებთ, ან ამის რეალიზაცია ხდება ჩვენი ნების გარეშე, გარემოებები გვაიძულებენ.
ზემოთ ვახსენე, რომ მარსის რეტროგრადული მოძრაობა იქნება 27 ივნისიდან 28 აგვისტომდე. და უშუალო კულმინაცია, ანუ მზესთან დაპირისპირება მოხდება 27 ივლისს. ეს იქნება ყველაზე ენერგიული, აქტიური, კონცენტრირებული ძალის, დაძაბულობის პერიოდი. რა პასუხს მივიღებთ სამყაროსგან ასეთი ენერგიების მოხმარებისთვის დამოკიდებულია, როგორც უკვე ხვდებით, მანამდე რამდენად კონსტურქციულები იყავით თქვენ ქმედებებში.
საქმე ის არის, რომ მზე-მარსის დაპირისპირება ხდება ყოველ 2 წელიწადში ერთხელ. ხოლო ასეთი დაპირისპირება, როცა მარსის მანძილი დედამიწამდე 60.000.000 კმ.-ზე ნაკლებია ხდება იშვიათად და ასეთ დაპირისპირებებს უძახიან დიდ ოპოზიციას. ბოლო ასეთი ოპოზიცია იყო 2003წ. ყველას კარგად გვახსოვს ის წელი. ეს იმას ნიშნავს, რომ მარსიანული ენერგიები და პრინციპები დედამიწისთვის იქნება ძალიან აქტუალური და გავლენიანი. და ყველაფერმა, რაზეც ვილაპარაკეთ ზემოთ, შესაძლებელია ზუსტად ამ პერიოდში, 27 ივნისიდან-28 აგვისტომდე, მიიღოს ყველაზე აქტიური ფორმა. აქ მომხდარი მოვლენები დატოვებენ სერიოზულ კვალს ჩვენს ცხოვრებაში. განსაკუთრებით ეს ეხება იმ ადამიანებს, ვისაც კურო, ლომი, მორიელსა და მერწყულის ნიშნების პირველ 5-6 გრადუსში ყავს მნიშვნელოვანი პლანეტები. ცვლილებების პერიოდი იქნება ყველასთვის, მაგრამ ამ ადამიანებისთვის განსაკუთრებით- ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ცვლილებების და განახლების დრო. ეს ცვლილებები შეიძლება იყოს იმდენად მასშტაბური და გავლენიანი, რომ აისახოს არა მარტო ამ წელზე, არამედ მთელ ცხოვრებაზე, როგორც პოზიტიურად, ასევე ნეგატიურად, იქიდან გამომდინარე სად და როგორ იყო მიმართული მათი მარსიანული ენერგია.
აქტიური ადამიანებისთვის, ვინც მართავს თავის ცხოვრებას- ეს არის სუპერ შესაძლებლობის, ინოვაციების და პროგრესული იდეების დანერგვის დრო, ახალი პირობების აღმოჩენის დრო, სულ სხვა დონეზე გადასვლის დრო, როგორც ფინასურად, ასევე ურთიერთობებში.
პასიური ადამიანებისთვის ეს რა თქმა უნდა დისკომფორტული პერიოდია, რაცა ცვლილებები ხდება იძულებით, ან ინგრევა ის პირობები, რაზეც ადამიანი არის შეჩვეული.
და ყველასთვის, ამ პერიოდს აქვს შემდეგი თავისებურება- თუ გასცემ ნეგატიურ მარსიანულ ენერგიას, ანუ აგრესიას, ეგრევე მიიღებ საპასუხოდ კუბში აყვანილ აგრესიას. ამიტომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ყურადღებით იმის მიმართ რას ვაკეთებს, როგორ ვაკეთებთ, ჩვენი ქმედებები რამდენად დაკვირვებულია, რისკები რამდენად გამართლებულია, კონფლიქტები მანამდე რამდენად მოგვარებულია, იმიტომ რომ ნებისმიერმა კონფლიქტმა ამ პერიოდში შეიძლება მოგვიტანოს სავალალო შედეგები. მაგრამ,თუ მოქმედება იქნება დაფიქრებული, კონსტრუქციული, თუ უკონფლიქტოდ შეძლებთ მოგვარებას, მაშინ შედეგი იქნება არაჩვეულებრივი. განსაკუთრების ეს ეხება 27 ივლისის მიდამოებში პერიოდს. (პლუს-მინუს 2 კვირა). ყველა შემთხვევაში, ნებით თუ უნებლიეთ, დაბნელებების ფონზე, ძველი, ჩვეული პორობები ინგრევა და ცვლილებებს ვერ ავცდებით. ჯობს ჩვენი ნებით, ჩვენი აქტიურობით, კონსტრუქციულობით მოვემზადოთ ამ პერიოდისთვის.
როგორც მიხვდით ზაფხულის პერიოდი იქნება წლის ყველაზე კულმინაციური მომენტი. შემოდგომას შევხვდებით უკვე შეცვლილ პირობებში, ვიმედოვნებ რომ უმეტესობისთვის პოზიტიურად. რა თქმა უნდა წლის განმავლობაში მოხდება კიდე ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა, მაგრამ ამის შესახებ დავწერ ცალკე და უკვე ახალი წლის შემდეგ“,- აღნიშნა ლია ბარათაშვილმა.
მოხსენებების ბოლოს, ასტროლოგებმა მსმენელების კითხვებს გასცეს პასუხები.

კომენტარები

სხვა სიახლეები