“ასტროლოგიური ომი” – ასტროლოგი სიფრთხილისკენ მოგვიწოდებს

ასტროლოგი რამაზ გიგაური ფეისბუქის პირად გვერდზე ასტროლოგიური მოვლენების შესახებ წერს და სიფრთხილისკენ მოგვიწოდებს.

“მარსი-ურანის დაპირისპირების შესახებ
/© რამაზ გიგაური/
30 ოქტომბრის პროგნოზში („მარსის მორიელის ზოდიაქოში გადასვლის შესახებ“) ვწერდი, თუ რა სახიფათო ტენდენციები შეიძლება გააქტიურებულიყო ან გააქტიურდეს მომავალში (13 დეკემბრამდე).
აუცილებლად უნდა ითქვას, მარსის მორიელში ინგრესიის დროს (30 ოქტომბერი – 13 დეკემბრის შუალედი) ყველაზე რთულ პერიოდად სწორედ ნოემბერი (განსაკუთრებით 10-24 ნოემბერი) შეიძლება ჩაითვალოს.
ამას განაპირობებს მარსი-ურანის დაპირისპირება.
ეს ორკვირიანი მონაკვეთი 13 დეკემბრამდე პერიოდში ყველაზე ფეთქებადსაშიშია!!!
შეიძლება ჩაითვალოს, რომ ჩვენ ახლა 13 დეკემბრამდე პერიოდამდე სწორედ დაძაბულობის პიკზე ვიმყოფებით.
მარსი – ენერგია, ძალა, უხეშობა, სიხისტე, აგრესია, ბრძოლა;
ურანი – განახლება, ცვლილება, მოულოდნელობა, აჯანყება, რევოლუციური განწყობა;
ოპოზიციური ასპექტი – დაპირისპირება, ბრძოლა, კომპრომისზე წასვლის ან შეთანხმების გართულება (შეუძლებლობა), ჩიხი.
იმ გეოპოლიტიკურ სივრცეებში, სადაც დაძაბულობის მაღალი ხარისხია (ბუნებრივია, აქ შედის საქართველოც), ნებისმიერ წუთას შეიძლება მოხდეს აგრესიული ენერგიის გამოთავისუფლება, რაც გამოიწევს სერიოზულ დაპირისპირებას და შეტაკებას, რასაც არ არის გამორიცხული, რომ მსხვერპლი მოჰყვეს.
მოიმატებს ტექნიკური ავარიების და კატასტროფების ალბათობა.
აქედან გამომდინარე, ყველას წინდახედული მოქმედებები და სიფრთხილის გამოჩენა მართებს. განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვისაც განვითარებულ პროცესებზე გავლენის მოხდენა ხელეწიფებათ.
აქ გამოსავალი არის ურთიერთკომპრომისები და „ცუდსა და უარესს შორის“ შედარებით სასიკეთო არჩევანის გაკეთება.
ინდივიდუალურ დონეზე განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს კუროს და მორიელის ნიშნით დაბადებულ ადამიანებზე (განსაკუთრებით, იმ ადამიანებზე ვინც დაბადებულები არიან 1-3 მაისის და 30 ოქტომბრიდან – 10 ნოემბრამდე შუალედში). მათ ცხოვრებაში იქნება დინამიკური და აჩქარებული პერიოდი. შეიძლება მათ ბევრი საქმის ან რაიმეს აჩქარებულად კეთებამ მოუწიოთ. თუმცა მოიმატებს კონფლიქტებისა და დაპირისპირების ალბათობაც. ამიტომ მათ ეს პერიოდი წინდახედულად უნდა გაიარონ.
ასევე მნიშვნელოვანი იქნება ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში კუროს მე-12-14 და მორიელის მე-8-17 გრადუსებში რომელიმე პლანეტა, შავი მთვარე ან რომელიმე ასტროლოგიური სახლის კუსპიდი (საწყისი წერტილი) იმყოფება.
ყველას მშვიდობიან პერიოდს გისურვებთ”!.- წერს გიგაური.

კომენტარები

სხვა სიახლეები