ასტროლოგის რჩევები: თუ გვინდა, რომ ახალ წელს სურვილები აგვიხდეს

12 საათისთვის ღამე ენერგეტიკული ველების შერწყმა ხდება, ახალ წელს თუ გვინდა, რომ ჩაფიქრებული სურვილი აგვიხდეს (ამ დროს ისედაც ყველას გონება პოზიტივზეა ორიენტირებული) უნდა მოვახდინოთ ერთ გარკვეულ სურვილზე კონცენტრირება, რომ დიდი ენერგია არ გაიფანტოს.

– ღამე 12 საათს ერთი წუთი რომ დააკლდება, ჩაიფიქრეთ სურვილი(რაც შეიძლება დაკონკრეტდით) დაწერეთ ხელსახოცის მცირე ნაწილზე და გადაყლაპეთ (რას იზამთ სანუკვარი სურვილის ასრულება ამ მსხვერპლს მოითხოვს) და მიაყოლეთ სასმელი. აუცილებლად ახდება.

– პატარა ფურცლებზე ჩამოწერეთ სურვილები და ბალიშის ქვეშ დააწყვეთ. იფიქრეთ კონკრეტულ სურვილებზე, (სიზმარსაც მიაქციეთ ყურადღება). დილით გაღვიძებისთანავე ბალიშის ქვეშიდან ამოიღეთ ერთ-ერთი ფურცელი, რა სურვილიც ფურცელზე წერია, აუცილებლად აგისრულდებათ.

– გაინტერესებთ მომავალ წელს დაოჯახდებით თუ არა? მაშინ საღამოს ზურგით დადექით სახლის ღია კართან, გაიხადეთ მარცხენა ფეხსაცმელი და მხარს იქით გადააგდეთ გარეთ. თუ ფეხსაცმელი წვერით სახლის მხარესაა მაშინ მომავალ წელს დაელოდეთ, თუ პირიქით, მაშინ მოემზადეთ!

– ღამის 12 რომ შესრულდება, ჩაიფიქრეთ სურვილი, აიღეთ ნებისმიერი წიგნი, თქვით ნებისმიერი 2 რიცხვი (ერთი წიგნის გვერდი და მეორე სტრიქონის) გადაშალეთ შესაბამის გვერდზე და სტრიქონზე და მიიღებთ პასუხს თქვენს კითხვაზე(შესაძლებელია პასუხი პირდაპირ არ პასუხობდეს კითხვას, აქ ინტუიციას მოუხმეთ).

– თუ ახალ წელს, ღამე შეგხვდათ დიდი, ფუმფულა ძაღლი ე.ი. წელს სიყვარული გაგაბედნიერებთ. – საახალწლო პატარა ბარათებზე წერენ სურვილებს, მაგ : 1- ოჯახში ნამატი 2- ახალი სიცოცხლე 3- სამსახურში წარმატება 4- სიმდიდრე 5- სიყვარულში გამართლება 6- ორი სურვილი ერთად ახდება 7- იანვარში ბედნიერებისთვის მოემზადე 8- მაისში პოზიტიური სიახლეები 9- ივლისში ფორტუნა თქვენკენაა. სახლში შეკრებილი სტუმრები და ოჯახის წევრები ხუჭავენ თვალებს და იღებენ ბარათს (მაქსიმუმ 2-ჯერ). ვისაც რა შეხვდება, ის აუხდება.

– ახალ წელს 12 საათი რომ შესრულდება ძირს უნდა დაანარცხოთ გოგრა ისე, რომ გასკდეს, ღამე ვტოვებთ ისე, როგორც არის, მეორე დღეს კი ვაგროვებთ ერთად და შობამდე ვინახავთ( შეიძლება მოხარშოთ და მიირთვათ). ამ გზით მომავალ წელს ხვავი და ბარაქა გარანტირებული გექნებათ.

– მატერიალური კეთილდღეობისთვის – ახალი წლიდან შობამდე სახლში რაც კი ხურდა გექნებათ, სასურველია, დაყაროთ ძირს, საღამოობით ამ ხურდას სახლის კუთხეებში მოუყრით თავს.

– ბედობის ღამეს (2 იანვარს) აკეთებენ მარილიან კვერებს (ერთი სათითე ფქვილი და ორი სათითე მარილი), საღამოს იფიქრეთ თქვენს მომავალ სიყვარულზე და მიირთვით (ძნელია, მაგრამ შედეგით კმაყოფილი დარჩებით). ჭამის მერე არ შეიძლება წყლის დალევა და საუბარი(ბევრმა სიზმარში თავის მომავალი მეუღლე ნახა).

წყარო:http://astrologia.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები