ასობით სექს-ენთუზიასტი ლას ვეგასისკენ დაირაზმა

ქუჩის ორგიების რეკორდის მოსახსნელად, ლას-ვეგასში სექს-ენთუზიასტები იკრიბებიან.
ღონისძიებაში ათასამდე ენთუზიასტი აპირებს მონაწილეობის მიღებას. ორგანიზატორების თქმით, სექს-მარათონი ნევადას შტატის მთავარ ქალაქში მომდევნო თვეში ჩატარდება.
ღონისძიებაში დაშვებულია, როგორც მსუბუქი ალერსი, ასევე ქუჩაში სექსით დაკავება.
წყვილისთვის ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება 200 დოლარი, ხოლო უპარტნიორო ქალბატონებისთის 25 დოლარი ეღირება. წყვილის გარეშე, მამრობითი სქესის წარმომადგენლები, ღონისძიებაზე არ დაიშვებიან.
ორგანიზატორების თქმით, მამაკაცებისთვის შესაძლოა, დაიშვას გამონაკლისი იმ შემთხვევაში, თუ ისინი წარმოსადეგი და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები იქნებიან.

კომენტარები

სხვა სიახლეები