“ასე არ ჯობს, “ ბლოგერ”?!” – თაკო ჩარკვიანი – გურამ შეროზიას

პარტია “კანონი და სამართლის” დამფუძნებლის, თაკო ჩარკვიანისა და ბლოგერ გურამ შეროზიას “ფეისბუქბრძოლა” გრძელდება. ამჟამად, ჩარკვიანმა ბლოგერის ფოტო გააზიარა, სადაც ის ჯაკუზში ნებივრობს. როგორც პოლიტიკოსი წერს, შეროზიამ მისი რჩევა გაითვალისწინა და იბანავა:
“შ—-ეროზიამ დამიჯერა. კარგია, ეგებ უკეთეს ხასიათზე დააყენოს წყალმა, კარგია, გურამ! ეგრე, რა, რომ დაიბან და მოწესრიგდები, მერე სხვისი ჰიგიენაც აღარ გაგიკვირდება – არც ცუდად მყოფის და არც კარგად მყოფის, არც დავარცხნილი თმა და ტუჩსაცხი, ხომ გითხარი, რომ ავადმყოფობის შიშს არ უნდა აჰყვე და თავი არ უნდა დაათრგუნინო, ეს განგვასხვავებს ადამიანებს შეშინებული პირუტყვისგან. ჰოდა, მერე არც სხვისი ახლომხედველობის სათვალე გეგონება მზის, აი, ასე, შე კაი ადამიანო, ასე არ ჯობს, “ბლოგერ”?!”, – წერს ჩარკვიანი.
თუმცა, მათი ბრძოლა ამით არ მთავრდება:
“ჩემს “სისუფთავეზე” რომ კრინტს დაძრავს ვინმე და, მით უმეტეს – თაკუნა, რატომ მიწა არ გაგვისკდება ან პომადა-კონწური დაბანასთან რა შუაშია, დაუბანელზე ვერ წაისვამდი?  ლოღიკა რატომ არ გასვენებს გამჩენი? ისე, კორონა დაამარცხე?”, – დაუწერა ბლოგერმა ჩარკვიანს, რასაც პოლიტიკოსის კომენტარი მოჰყვა:
“უი, შენ აქ ხარ? ჩემს კედელზე დაქრიხარ???? გამიხარდა, რა დღეში გაქვთ ნერვები?? მოვკვდი სიცილით და შენ (თქვენ) რა აგცრეს იუმორზე, აბა, ვხუმრობო??? ცალმხრივი იუმორი, ეგრე სად არის, “ბლოგერ”, დამშვიდდი და ნუ “ავარდები”, კომპლექსები მოთოკე, დიდი ბიჭი ხარ უკვე,, ან “ დაიტრეინინგე” თავი, რომ როგორმე ადამიანებისადმი სიძულვილი გააკონტროლო? ადამიანების მიმართ სიძულვილს, ქალების მიმართ კომპლექსებს, რაც შენ მიერ ქალების მუდმივ ლანძღვაში გამოიხატება, წყალიც არ შველის ბიჭო ?”, – დაუწერა ჩარკვიანმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ კორონავირუსით ინფიცირებულმა თაკო ჩარკვიანმა კლინიკიდან ვიდეოჩაწერა, სადაც იქ არსებულ ვითარებაზე საუბრობდა. ვიდეო გურამ შეროზიამ გააზიარა და პოლიტიკოსს საავადმყოფოში ყოფნის დროს მაკიაჟის გაკეთების გამო დასცინა, რაზეც ჩარკვიანმაც უპასუხა და ბლოგერს ჰიგიენის ნორმების დაცვისკენ მიუთითა.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები