ბექა ჭანკვეტაძე სოციალურ ქსელში თავისი მეგობრის შესახებ წერს, რომელიც ვიზალიბერალიზაციის შემდეგ მიუნხენში ჩაფრინდა.
“დღეს დილით კიევიდან მიუნხენში ჩაფრინდა ჩემი მეგობარი. თვითმფრინავში სულ სამი ქართველი ვიყავითო.
ორი მესაზღვრე დაგვხვდა საზღვარზე და ორივემ ხელი მხოლოდ ჩვენ ჩამოგვართვა, გადაგვეხვია და უვიზო მიმოსვლა მოგვილოცა, ბევრ ქართველს გელოდებით დღეიდანო, ხოდა გარეთ რომ გავედით ზუსტად ერთი საათი ტროტუარზე ვისხედით და ხმამაღლა ვტიროდითო…. ასეთი დახვედრის გამო ტიროდნენ, ბევრჯერ ნამყოფები ვიზით ევროპაში.
ახლა მეც მეტირება, რომ არსებობს ასეთი კეთილი ხალხი, კეთილი განვითარებული ერები, მიგიღეს შენ, თბილად დაგხვდნენ, გთავაზობენ მათთან ერთად ცხოვრებას, მაგრამ არსებობენ ტიპები რომლებიც ჩავლენ და დაიწყებენ მოპარვებს, პარკებში ნაგვის დატოვებას, ყაჩაღობები და ა.შ. აი ასეთ ჩვენს თანამოქალაქეებს რა მოვუხერხოთ არ ვიცი”, – წერს ბექა ჭანკვეტაძე ფეისბუქში.
Next Post
სხვა სიახლეები