„არ ღირს სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღება“ – მიხეილ ცაგარელის რჩევები

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი პირველი თებერვლის პროგნოზზე „ფორტუნასთან“ საუბრობს და ზოდიაქოს ნიშნებს რჩევებს აძლევს:

„მეტი დრო დაუთმეთ ბავშვებთან, ოჯახის წევრებთან ურთიერთობას. წარმატებული აღმოჩნდება ახალი პარტნიორების მოძიება, ვისთან თანამშრომლობა მხოლოდ სარგებელს მოგიტანთ. ნუ აჰყვებით ჭორებს, არ ღირს სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ქორწინებისა და რომანტიკული თავგადასავლებისთვის, ახალი მეგობრების შესაძენად და ნაცნობთა წრის გასაფართოვებლად, კულტურულ-გასართობი ღონისძიებების და საიუბილეო საღამოების მოსაწყობად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, უძრავი ქონების და სამშენებლო მასალის შესაძენად.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, მწვანე, ყავისფერი და ლიონისფერი, ასევე აგატი, მალაქიტი, ზურმუხტი, ონიქსი და მარგალიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კირჩხიბისა და ქალწულისთვის, შედარებით რთული იქნება დღე ვერძისა და ტყუპებისთვის“, – აცხადებს ასტროლოგი.

კომენტარები

სხვა სიახლეები