“არ ღირს ახალი საქმის დაწყება და სესხის აღება” – მიხეილ ცაგარელის დღის რჩევა

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი 13 მარტის პროგნოზზე „ფორტუნასთან“ საუბრობს და ზოდიაქოს ნიშნებს სხვადასხვა რჩევებს აძლევს:

„იაქტიურეთ, ეცადეთ მოაგვაროთ ყველა პრობლემა და ბოლომდე მიიყვანეთ საქმეები, რადგან დღეს განსაკუთრებით მაღალია წარმატების მიღწევის შანსი. თუმცა, არ ღირს უცნობებთან და საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობა, რადგან არაა გამორიცხული გახდეთ სიცრუის ან თაღლითობის მსხვერპლი.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ინტერიერის შესაცვლელად და ბინის კომფორტულად მოსაწყობად, შემოქმედებითი და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის, თვითშემეცნებისა და კომპეტენტურობის გამოსავლენად, ავტომობილის ყიდვისა და გაყიდვისთვის. არ ღირს ახალი საქმის დაწყება და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაამდიდრეთ კვების რაციონი თაფლით. კარგი დღეა მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი და ცისფერი, ასევე ოპალი, ტოპაზი, ოფსიდიანი, ონიქსი და იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კირჩხიბისა და ქალწულისთვის, უსიამოვნებებისთვის უნდა ემზადონ სასწორი და მშვილდოსანი“, – აცხადებს ასტროლოგი.

კომენტარები

სხვა სიახლეები