“არ მოგწონს თავი? – ისწავლე!” 

“თქვენი ჰაუსი” საკუთარი თავის მიმღებლობის  შესახებ ფეისბუქის მომხმარებლებს სასარგებლო რჩევებს უზიარებს:

“საკუთარი თავის მოწონება არის ფუნდამენტი, ღერძი, რომელიც ამყარებს საკუთარ თავზე დადებით წარმოდგენას და ამავდროულად გვიადვილებს სხვებთან ურთიერთობას.

– არ მოგწონს თავი?
– არა უშავს, ისწავლე!

ძალიან ბევრი საქციელი ექვემდებარება დასწავლას, მეცადინეობას, გამეორებას და ბოლოს ქცევის რეპერტუარში მკვიდრდება.

ადამიანები ჩემთან ერთად გადიან სხვადასხვა სწავლის პროცესებს, მაგალითად სწავლობენ დესტრუქტიული აზრების ჩანაცვლებას კონსტრუქტიულით, სწავლობენ ზოგადად გამოჯანმრთელებას, საკუთარი თავის მოწონებას და შეყვარებას.

ყველას გვაქვს საკმარისად ელემენტები, გინდ გარეგნობაში, გინდ გამოსხივებაში, ხასიათში, ნონვერბალურ საქციელში, რაც მოსაწონია.

ჩვენ უბრალოდ უნდა გადავწყვიტოთ მთელი სერიოზულობით:
ხვალიდან მე ვიწყებ ჩემი თავის მოწონების სწავლას

გამოიყენეთ ტელეფონი, მისი კამერა. მერე ისწავლეთ მოწონებული სურათის ფეისბუქზე თუ ინსტაგრამზე ატვირთვა.

გაეპრანჭეთ თავს სარკეში, კარგი რაღაცეები უთხარით, სხვადასხვა სტილი თუ ჩაცმულობა მოსინჯეთ, პატარა შოუც დადგით – ვითომ მოდელი ხართ, ან ცნობილი ვარსკვლავი, მომღერალი და ასე შემდეგ.

ტვინი ამ ყველაფერს აკვირდება, ხედავს და თქვენ სასარგებლოდ გამოიყენებს.

ეს ყველაფერი გაიმეორეთ რეალურ ცხოვრებაში: გაბედეთ რამე ახალის ჩაცმა, ან ვარცხნილობა, თმის ფერი, ახალი სუნამო.
კაცებში წვერების მოშვება, ან გაპარსვა, ასევე ვარცხნილობა, სტილი, ახალი აქსესუარი, სურნელი…

ახალი რაღაცეები ადვილად იქცევს ყურადღებას და კომპლიმენტებიც მოდის.
ეს კი მსგავსი საქციელის განმეორების სურვილს ბადებს.

დამიჯერე, კარგი ხარ, ლამაზიც, მიმზიდველიც და სექსუალურიც. ოღონდ ეს შენც უნდა დაიჯერო, რომ ქარიზმაში და ეშხში გადავიდეს საკუთარი თავის “დავასების” ვიბრაციები.

აბა, ხვალიდან იწყებთ ახალი საგნის შესწავლას, ვისაც ჯერ არ გისწავლიათ.

ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და გახსნილ გონებას გისურვებთ!”, – წერს ცნობილი ბლოგერი.

კომენტარები

სხვა სიახლეები