“არ მინდა, რომ ჩემი ქალიშვილი კეკელკა გაიზარდოს” – თინა კანდელაკი მამაზე, რომელმაც ქალიშვილი რუსულ სკოლაში შეიყვანა

ტელეჟურნალისტი, თინა კანდელაკი, რომელიც ახლა რუსეთში მოღვაწეობს,  სკოლაში წასვლის თავის ისტორიას იხსენებს:

„ჩემი სკოლის ფოტოები საერთოდ არ დამრჩა, სამაგიეროდ, მაქვს ფოტოები ჩემს შვილებთან. ყველაზე ლამაზი ისტორია, რომელიც ჩემთვის პირველ სექტემბერს უკავშირდება, ასე გამოიყურება: 

რადგანაც მე ნარევი ვიყავი, დედამ, ქართველ პაპასთან ერთად, ქართულ სკოლაში წამიყვანა. უკვე რომ უნდა შევსულიყავი სკოლაში, მამაჩემი გამოჩნდა (ნათელში იყოს), საზეიმოდ შემისვა მხარზე და ერთი სკოლიდან მეორეში, რუსულში წამიყვანა. დაბნეულ დედასა და ნათესავებს მან, ნამდვილმა, სუფთა სისხლის ქართველმა, რომელიც ამ ერის საუკეთესო თვისებებს ატარებდა, უთხრა: “არ მინდა, რომ ჩემი ქალიშვილი კეკელკა გაიზარდოს. ქართულ კულტურას ის ისედაც შეისრუტავს, რუსული კულტურა კი მას მისცემს ცნობიერების უფრო ფართო დიაპაზონს და მსოფლიოს მთელი რუსულენოვანი სამყაროს თვალით დაანახებს.”

ამგვარად, მამამ დამტოვა რუსულ სკოლაში და რომ არა ის პირველი სექტემბერი, ჩემი ცხოვრება სულ სხვაგვარად წარიმართებოდა”, – წერს თინა კანდელაკი.

კომენტარები

სხვა სიახლეები