“არ მინდა თქვენი პირბადე”, – გიორგი გუგავას და ვაჟა სირაძის კამათის კადრებმა ფეისბუქმომხმარებლები გააბრაზა (ვიდეო)

 

ეს ვიდეო საბურთალოს საოლქო კომისიის შენობასთან არის გადაღებული, სადაც ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლები არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. კადრებში კარგად ჩანს, რომ პროტესტის მონაწილეებს სამართალდამცველებმა მართლწესრიგისკენ მოუწოდეს, თუმცა ოპოზიციური პარტიის წევრებმა მათ წინააღმდეგობა გაიწიეს.
საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ პოლიტიკოს გიორგი გუგავას, რომელიც უსაფრთხოების ნორმებს არ იცავდა, პირბადეც კი გაუწოდა, თუმცა ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა შეთავაზება არ მიიღო.
“არ მინდა თქვენი პირბადე”, – განაცხადა გუგავამ.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ამ ვიდეოკადრებს ფეისბუქმომხმარებლების აღშოფეთება მოჰყვა. გიორგი გუგავას მათ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი უწოდეს.

“ამან ჩვენ როგორ უნდა დაგვიცვას, ასე უპასუხისმგებლოდ იქცევა! არც ეპიდსაშიში სიტუაცია ადარდებს და არც ადამიანების ბედი… სკამების გამო ყველაფერზე მიდიან. ეს არის ქართული ოპოზიციის სახე”;

“პოლიტიკოსი რომ გქვია, ყოველდღე ათობით შენი თანამოქალაქე კორონავირუსით რომ იღუპება, თავად რომ არ იცავ კანონს და უსაფრთხოებას, პოლიციის მიერ მოწოდებულ პირბადესაც რომ არ იკეთებ, ფეხებზე რო გკიდია ხალხი და მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური ინტერესები გამოძრავებს…ვინ გქვია ახლა შენ? გგონია ამ უღირსი და უპასუხისმგებლო საქციელისთვის ვინმე ტაშს დაგიკრავს?”, – წერენ სოციალური ქსელების მომხმარებლები.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები