დათო ბოლქვაძე აფხაზეთში ომს სამი თვის განმავლობაში იღებდა. აფხაზეთის ომს გადაურჩა, მაგრამ 1993 წლის 28 ოქტომბერს, ის სამეგრელოში, ხობის ცენტრში , სამოქალაქო ომის გაშუქებისას დახვრიტეს. მომხდარ ტრაგიკულ ამბავს, მარინა ლათიბაშვილი იხსენებს:
,,…არ მესროლოთ,ჟურნალისტი ვარ!..”
დათო ბოლქვაძე- ქართულ შინაომებს შეწირული ჟურნალისტი და უბრალოდ, კარგი ბიჭი. ხალისიანი და ალალი…1993 წლის 28 ოქტომბერს, სამეგრელოში,ხობის ცენტრში,დღის 12 საათზე, უამრავი თითმხილველის თვალწინ დახვრიტეს…ვაიქართველებმა. ვიღაცისტები რომ იყვნენ და არა დათოსნაირების!…მოედანზე გაყვანის დროს დაუყვირა თურმე მკვლელებს:,,-არ მესროლოთ,მე ჟურნალისტი ვარ!”.. მკვლელს სასამართლომ სასჯელის უმაღლესი ზომა -დახვრეტა მიუსაჯა.მოგვიანებით, დახვრეტა სამუდამოთი შეუცვალა,ხოლო შემდეგ,საერთოდ გაათავისუფლა.(?!)…დათოს კამერა მოგვიანებით უცხოელმა ჟურნალისტებმა აფხაზებთან ამოიცნეს.კითხვაზე,საიდან ჰქონდათ ეს აპარატი,უპასუხეს-ნაალაფარია, ქობალიამ გვაჩუქაო.
ცნობილია, რომ დათოს სამოქალაქო ომის გაშუქებაზე ნებართვა შევარდნაძესგანაც ჰქონდა და ზვიად გამსახურდიასგანაც,რომელიც იმ დროს სამეგრელოში იმყოფებოდა. ასე,რომ არავითარი ,,პუტჩისტი” იგი არ ყოფილა. დათო ბოლქვაძე ჩვეულებრივი კარგი,თბილისელი,საჯიშე გარეგნობისა და კეთილი გულის ბიჭი იყო.თავისი საქმის პროფესიონალი…შეხვედრისას სალამს რომ ვერ დაასწრებდი და შორიდან მოგაძახებდა გურულ კილოზე: ,,-რაფერ ხარ,ცავ?!”…
ისეთი ვაიპატრიოტები სწორედ დათოსნაირ ბიჭებს, ანუ ქვეყნის მომავალს კლავენ.
მაგრამ…ვერ მოკლეს!”
წყარო: მარინა ლათიბაშვილი