“არ ვიცი, რა დიაგნოზი მაქვს” – ხათუნა ჟორდანიამ საკუთარ დაავადებაზე ისაუბრა, რა დროსაც ნინი ქარსელაძე ატირდა (ვიდეო)

ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “პრაიმ შოუს” სტუმრები მომღერალი ნინი ქარსელაძე და მისი დედა, ხათუნა ჟორდანია იყვნენ. სტუმრები გადაცემის ეთერში დედაშვილობაზე საუბრობდნენ.

ნინის დედობაზე საუბრისას ხათუნა ჟორდანიას საკუთარ დაავადებაზე საუბარი მოუწია, რა დროსაც მომღერალმა ცრემლები ვერ შეიკავა და კამერების წინ ატირდა:

„ალბათ, საუკეთესო დედებს შორის საუკეთესო ვერ იქნება შვილის მიმართ ისეთი, როგორც ნინია ჩემ მიმართ. მოგეხსენებათ, ვებრძვი მძიმე სენს, თუმცა ბოლომდე არ ვიცი, რა დიაგნოზი მაქვს და რა წამლებს ვსვამ. ეს ყველაფერი იცის ნინიმ“, – აღნიშნა ხათუნა ჟორდანიამ.

კომენტარები

სხვა სიახლეები